შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას HPC-Europa3 - ის კონკურსთან დაკავშირებით.

HPC-Europa არის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც მკვლევრებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მოკლევადიანი საერთაშორისო ვიზიტები თავიანთი სფეროს შესაბამის კვლევით დეპარტამენტებთან თანამშრომლობის მიზნით. პროგრამა ხელმისაწვდომია, როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი, ისე გამოცდილი მკვლევრებისათვის.

ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 კვირიდან 3 თვემდე.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელი მკვლევრები უნდა იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც წარმოადგენენ HPC ცენტრებს: გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია და ინგლისი.

HPC-Europa თავად ანაზღაურებს მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებს.

ახალი “Regional Access” ქვეპროგრამის ფარგლებში, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპიდან დარეგისტრირებულ აპლიკანტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ მცირე გამოცდილება  HPC-ში, შეუძლიათ ესტუმრონ საბერძნეთის მასპინძელ განყოფილებას.

მეექვსე საგრანტო კონკურსისათვის განაცხადების მიღება ამჟამად დახურულია, ვინაიდან მიმდინარეობს სამეცნიერო და ტექნიკური შეფასება.

მეშვიდე ეტაპისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21 თებერვალი, 2019 (09:59 GMT).

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალებისათვის მიჰყევით ბმულს.

დამატებითი ინფორმაციისა და ელექტრონული განაცხადის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ HPC – Europa-ს საინფორმაციო სამსახურს, შემდგომ ელ-ფოსტაზე: staff@hpc-europa.org