შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

ამა წლის 10 დეკემბერს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი - დავით ლორთქიფანიძე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორები, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების ხელმძღვანელები.

ჯილდო გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს:

  •  ზურაბ გუგუჩია -  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  •  ეთერ ქემერტელიძე, მარკუს განცერა,მარიამ ბენიძე,ალექსანდრე სხირტლაძე, ვაჟა ნებიერიძე - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;
  •  მაქსიმ იავიჩი - ტექნოლოგიებსა და საინჟინრო მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  •  ვახტანგ ჭარაია - სოციალური და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;

 ასევე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:

  • ელინა ბაქრაძე - საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით მოღვაწე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  • მაია სვანაძე - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;
  • თენგიზ ვერულავა, იაგო კაჭკაჭიშვილი, რევაზ ჯორბენაძე და ლეილა კარიმი - სიცოცხლის შემსწავლელ, ჯანდაცვის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;
  • ომარ მუკბანიანი, ჯიმშერ ანელი, თამარ თათრიშვილი და ელიზა მარქარაშვილი - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით  მოღვაწე 2018 წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი;