შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ზვიად გაბისონია BTU-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტში მოქმედმა კვლევითმა ცენტრმა ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული კვლევა გულისხმობს საქართველოში ადამიანური კაპიტალის შეფასებასა და მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას. პრეზენტაცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ. კვლევითი პროექტი წარადგინა კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა გიორგი ბაქრაძემ
რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები. ასევე, ისაუბრა  სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის აუცილებლობაზე და ბიზნეს სექტორსა და სამეცნიერო საზოგადოების სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე.