”კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი"(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2010-2011 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
საბუთების შემოტანის ვადა გაგრძელდა 30 იანვრამდე
იუნესკო/კეიზო ობუჩის სტიპენდია განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და სურვილი აქვთ განახორციელონ კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთ 3-9 თვის განმავლობაში.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
საგრანტო კონკურსის მიზანია, საერთაშორისო სივრცეში ქართველოლოგიისა და ზოგადად, საქართველოს კვლევის მხარდაჭერა, საქართველოს საკითხებზე მომუშავე უცხოელი მკვლევრების მიერ საქართველოს შესახებ კვლევების ჩატარების სტიმულირება და ხელშეწყობა.