| |
2008-12-16
|
2008 წლის 16 დეკემბერს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 5) 10.30 საათზე საზეიმოდ გაიხსნა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული თემატური სამეცნიერო კონფერენცია ”სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება”.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-12-02
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტები
|
2009 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად
სსიპ – "ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი)" აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო გრანტების მოსაპოვებლად. გრანტები გაიცემა 2009 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში - კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-12-02
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების 2008 წლის კონკურსის შედეგები
|
დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეოთხე და მეხუთე ეტაპი. რუსთაველის ფონდში შემოვიდა რვა განაცხადი. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული მეცნიერი - განათლების მეცნიერებების, კულტუროლოგიის, ეთნოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის სფეროებში. გამარჯვებული მეცნიერები 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაემგზავრებიან საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე იაპონიაში, იტალიასა და შვედეთში.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-11-03
გრძელდება მოკლევადიანი სამოგზაურო გრანტების კონკურსი მიმდინარეობს განაცხადების მიღება კონკურსის მეხუთე ეტაპისათვის
|
ფონდში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეხუთე ეტაპისთვის. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან მეცნიერები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას 2008 წლის დეკემბერში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. . |
| ვრცლად>>> |
| |
2008-10-08
თემატური კონკურსის „ილია და გლობალიზაცია“ შედეგები
|
|
2008 წლის 24 აპრილს ივლისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა თემატური კონკურსი „ილია და გლობალიზაცია”, რომლის მიზანია ილია ჭავჭავაძის ნაშრომთა პოპულარიზაცია, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ახლებურად გააზრება თანამედროვე გლობალურ ეპოქაში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევის ხელშეწყობა, ინტერდისციპლინარული კვლევის განვითარება. . . . . . . .... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-10-08
2008 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები
|
|
2008 წლის 22 ივლისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა საკონფერენციო გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-10-08
სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომა
|
|
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შედგა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო საბჭოს მეოთხე სხდომა
სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა:
• რუსთაველის ფონდის მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი;
• თემატური კონკურსის „ილია და გლობალიზაცია“ შედეგები;
• საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები;
საბჭომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო დასრულებული კონკურსების შედეგების საჯაროობის საკითხთან დაკავშირებით.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-10-07
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურისის მეოთხე ეტაპი
|
ფონდში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეოთხე ეტაპისთვის. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან მეცნიერები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2008 წლის 15 ოქტომბერი. . . . . . . . . . . . . . . ..... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-30
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) აცხადებს კონკურსს მეცნიერთათვის შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
|
პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ მეცნიერთა (მეცნიერებათა დოქტორები ან/და მათთან გათანაბრებული პირები) წახალისება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითსა ან/და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით, და გამოირჩევიან აქტიური და წარმატებული სამეცნიერო საქმიანობით. . . . . . . . . . . .... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-09-30
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა მეცნიერთათვის, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად
|
პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტები და დოქტორანტები) წახალისება, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით, და გამოირჩევიან აქტიური სამეცნიერო საქმიანობით. . .
. . . . . . . . . .... |
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
|