| |
2008-08-21
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები
|
2008 წლის 15 აგვისტოს დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპი. რუსთაველის ფონდში სულ შემოვიდა თხუთმეტი განაცხადი. 2008 წლის 20 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ გამოავლინა თორმეტი გამარჯვებული მეცნიერი - დემოგრაფიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, კომპიუტერული ლინგვისტიკის, კულტუროლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, რომანისტიკის, ფსიქოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის სფეროებში.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-08-19
ქველმოქმედება
|
|
რუსთაველის ფონდმა თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ აიღო დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. ფონდის თანამშრომლებმა მატერიალური დახმარება გაუწიეს დევნილებს, მიაწოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები.. |
| ვრცლად>>> |
| |
2008-08-19
შეხვედრა მეცნიერებთან
|
14 აგვისტოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში რუსთაველის ფონდის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა ქართველ მეცნიერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. მათ მიმართეს მსოფლიო სამეცნიერო წრეებს დახმარებისთვის რუსული აგრესიის შეჩერებაში. მიმართვის ტექსტს ასზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა ხელი.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-08-18
შეერთებული შტატების უნივერსიტეტთა იურიდიული ფაკულტეტის დეკანების მოწოდება კავკასიაში კანონის უზენაესობის დასაცავად
|
|
ჩვენ, შეერთებული შტატების უნივერსიტეტთა იურიდიული ფაკულტეტების დეკანები, მხარს ვუჭერთ კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-08-13
მიმართვა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას, რუსეთში მეცნიერულ პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო დონორებს
|
|
ჩვენ, ქართველი მეცნიერები, ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენი სამყაროს უკეთეს შეცნობაზე, ჰუმანიტარული მეცნიერებების ხელშეწყობასა და საქართველოში ისეთი სისტემის დანერგვაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი წვლილის შეტანას სხვა ქვეყნების მეცნიერულ საქმიანობაში. დღეს ჩვენ ვდგავართ რუსეთის მიერ მასშტაბური დაპყრობის საშიშროების წინაშე.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-08-13
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის (რუსთაველის ფონდის) განცხადება
|
|
14 აგვისტოს 14 საათზე არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში (მისამართი: ინგოროყვას ქ. # 8) რუსთაველის ფონდის ინიციატივით შეიკრიბებიან ქართველი მეცნიერები, რომლებიც მიმართავენ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას თხოვნით, გამოიყენონ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები და საუნივერსიტეტო რესურსები საზოგადოებისათვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-07-22
საკონფერენციო გრანტების კონკურსი
|
|
2008 წლის 22 ივლისს რუსთაველის ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-07-22
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსი
|
|
2008 წლის 22 ივლისს რუსთაველის ფონდი აცხადებს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს. საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.... |
| ვრცლად>>> |
| |
2008-07-09
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურისის მესამე ეტაპი
|
|
დაიწყო განაცხადების მიღება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპისთვის. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან მეცნიერები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2008 წლის 15 აგვისტო. . |
| ვრცლად>>> |
| |
2008-07-09
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები
|
|
2008 წლის 16 ივნისს დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეორე ეტაპი. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნირებათა ფონდში სულ შემოვიდა თერთმეტი განაცხადი. 2008 წლის 23 ივნისს საკონკურსო კომისიამ გამოავლინა რვა გამარჯვებული მეცნიერი - იურისპრუდენციის, ლიტერატურათმცოდნეობის, ეკონომიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და მეცნიერების სხვა სფეროში.... |
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
|