| |
2010-05-11
თემატური სახელმწიფო საგრანტო კონკურსი ,,საქართველო - რუსეთის ურთიერთობა XIX- XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის”
|
|
რუსთაველის ფონდი აცხადებს თემატურ სახელმწიფო საგრანტო კონკურსს ,,საქართველო - რუსეთის ურთიერთობა XIX - XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის” 2010 წლისათვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-30
სამუშაო ვიზიტი ამსტერდამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში
|
რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის „მუშა მეხსიერების ფუნქციონირების თავისებურებები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“ ფარგლებში შედგა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ქეთევან ინასარიძისა და მკვლევარი ნანა კაპანაძის სამუშაო ვიზიტი ამსტერდამის უნივერსიტეტში. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-29
რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს ქართული ელექტრონული ლექსიკონების შესაქმნელად 2010 წლისათვის.
|
|
საგრანტო კონკურსის მიზანია, ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბება, თანამედროვე ტექნოლოგიგიურ მიღწევათა საფუძველზე ზოგადი და სპეციალური ელექტრონული ლექსიკონების შექმნა. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-29
რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შესაქმნელად 2010 წლისათვის.
|
საკონკურსოდ შემოთავაზებულია შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:
1. ქართველოლოგიის მეცნიერებები,
2. ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-26
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების 2010 წლის კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები
|
დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მესამე ეტაპი 2010 წლისათვის. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 10 გამარჯვებული მეცნიერი: |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-21
ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია
|
დასრულდა მუშაობა პროექტზე (2009) ,,ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია”, ტ. II. Pპროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მიხეილ მახარაძე.
გრანტის მიმღები ორგანიზაცია_ ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
წიგნში ,,ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია”, ტ. II ასახულია სააზროვნო ვითარება ფილოსოფიაში XIII-XVIII საუკუნეების საქართველოში. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-19
პროგრამა ”შვეიცარიის აკადემიური ქსელის” საინფორმაციო სესია პროგრამის სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეთათვის
|
|
2010 წლის მარტში, პროგრამა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამეცნიერო პროექტებზე. (http://www.ascn.ch/en/research/call-for-georgia.html). აღნიშნულთან დაკავშირებით, ამა წლის 12 მაისს, პროგრამა აწყობს საინფორმაციო სესიას იმ პირთათვის, რომლებიც საგრანტო კონკურსის პოტენციური მონაწილეები არიან. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-08
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა
|
|
რუსთაველის ფონდი აცხადებს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსს. საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-04-08
საკონფერენციო გრანტები
|
|
რუსთაველის ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს 2010 წლისათვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-03-29
ვორკშოპი “კვლევის დიზაინში” 2010 წლის 10-12 მაისი
|
|
2010 წლის მაისში, პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” საქართველოში აწყობს ვორკშოპს, რომელიც კვლევის მეთოდოლოგიაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მიეძღვნება ”კვლევის დიზაინს”. ვორკშოპი მოიცავს ემპირიული კვლევის დიზაინის ძირითად საკითხებს სოციალურ მეცნიერებებში. |
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
|