 |
მოვლენათა კალენდარი
 |
| <<< |
სექტემბერი 2010 |
>>> |
 |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
|
| |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
| 6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
|
| 13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
19 |
|
| 20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
26 |
|
| 27 |
28 |
29 |
30 |
|
|
|
|
|
 |
|
 |
| | 2009-11-24
“Ordo Rerum" ვალერიუს ფლაკუსის არგონავტიკაში"
|
2009 წლის 25 ნოემბერს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში (ილია ჭავჭავაძის №13, თსუს მე-8 კორპუსი, მე-2 სართული, 221-ე კაბინეტი) - ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი მაია დანელია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “Ordo Rerum" ვალერიუს ფლაკუსის არგონავტიკაში" |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-18
|
2009 წლის 10 დეკემბერს, 13 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის №36, თსუ, V კორპუსი, მე-2 სართული, 204-ე აუდიტორია) - შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”სოცრეალისტური დისკურსი და ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ზოგიერთი თავისებურება”. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-18
|
2009 წლის 26 ნოემბერს, 13 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (მ. კოსტავას ქ. №77, საქართველოს უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი, მე-4 სართული, 404-ე აუდიტორია) - ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - საჯარო სამართლის ასოცირებული პროფესორი მარინე მარინაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”მიმოსვლის თავისუფლებით დაცული სფერო და მისი შეზღუდვა საქართველოში”.. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-18
|
რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის _”ბეჭდური მედია და ნაციონალური იდენტობის წრთობის პროცესი: ილიას “ივერია” (პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში) _ მონაწილენი (თინათინ ბოლქვაძე_ხელმძღვანელი, მარიამ ჩხარტიშვილი_მენეჯერი, ზაალ კიკვიძე, ქეთევან მანია) ერთწლიანი მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ IV საერთაშორისო კონფერენციის “ვია ეგნატია : ხალხები სახელმწიფოები: კულტურული, პოლიტიკური, რეგიონალური იდენტობანი წარსულში და დღეს” ”( http://www.viaegnatia.ucoz.ua/).
2009 წლის 21-23 ნოემბერს გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის “აბრეშუმის გზის” კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული IV საერთაშორისო კონფერენცია “ვია ეგნატია”. კონფერენცია იმართება საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის “ვია ეგნატიას” მმართველი საბჭოს მეთვალყურეობითა და დახმარებით. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-13
ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში
|
2009 წლის 25 და 26 ნოემბერს, 11 საათზე, რუსთაველის ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის: "ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში" ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი მერაბ ტურავა), ქართველი და გერმანელი პროფესორების მონაწილეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ილია ჭავჭავაძის გამზ. №3, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი) ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თანამედროვე ევროპულ სისხლის სამართალში. ღონისძიების მხარდამჭერია აგრეთვე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ). |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-12
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების 2009 წლის კონკურსის შედეგები
|
დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსი 2009 წლისათვის. 2009 წლის განმავლობაში მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობა სულ 104-მა მეცნიერმა მიიღო. გამარჯვებული 66 მეცნიერი ქართველოლოგიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს. 2009 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ სამეცნიერო მიმართულებებს შორისაა: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ბიზანტინისტიკა, განათლების მეცნიერებები, გენდერული ლინგვისტიკა, გერმანისტიკა, დემოგრაფია, ეთნოლოგია, ეკონომიკა, ენათმეცნიერება, თეოლოგია, ისტორია, იურისპრუდენცია, კლასიკური ფილოლოგია, კომპიუტერული ლინგვისტიკა, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ნეოგრეცისტიკა, რომანული ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლინგვისტიკა, სოციალური მედიცინა, სოციალური ფსიქოლოგია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფოლკლორისტიკა, ფსიქოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ხელოვნების ისტორია. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-12
ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობების მომავალი - კონფლიქტი თუ თანამშრომლობა
|
2009 წლის 21 ნოემბერს, 17 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., №3, 1-ლი სართული) - ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტი გიორგი გვალია წაიკითხავს საჯარო ლექციას ” ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობების მომავალი - კონფლიქტი თუ თანამშრომლობა”. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-11
ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის გამგეობის სხდომა ბერლინში
|
2009 წლის 6 ნოემბერს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის გამგეობის სხდომა. როგორც გამგეობის წევრი და ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაციის ხაზინადარი, რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კონკურსების კოორდინატორი - ანა ჩიქოვანი მიწვეული იყო სხდომაზე და გამგეობის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-10
კაცობრიობა, ერი და მიხაკო წერეთელი
|
2009 წლის 18 ნოემბერს, 13 საათზე, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (მ. კოსტავას ქ.№5) - შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ჩხეიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „კაცობრიობა, ერი და მიხაკო წერეთელი”. |
| ვრცლად>>> |
| |
2009-11-10
კოლხეთი და ივერია ელინისტურ ხანაში - სამონეტო საქმე და ფულის მიმოქცევა
|
2009 წლის 13 ნოემბერს, 15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში (ილია ჭავჭავაძის №36, მე-3 სართ., აუდიტორია 306) - შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თედო დუნდუა წაიკითხავს საჯარო ლექციას „კოლხეთი და ივერია ელინისტურ ხანაში - სამონეტო საქმე და ფულის მიმოქცევა&rdquo. |
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
|
|
 |
|