Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< სექტემბერი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30        

  ახალი ამბები old >>
2009-10-30
ინფორმაცია კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში სალექციო კურსის ჩატარების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გადავადების შესახებ
2009 წლის 15 სექტემბერს სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდმა) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტმა გამოაცხადეს ერთობლივი კონკურსს კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში სალექციო კურსის ჩატარების მიზნით პროფესორის შესარჩევად 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
ვრცლად>>>
2009-10-28
ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით გამართული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
2009 წლის 15 სექტემბერს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბებისა და თანამედროვე ტექნოლოგიგიურ მიღწევათა საფუძველზე ზოგადი და სპეციალური ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით.
ვრცლად>>>
2009-10-27
ახალი მიმართულებები განათლებასა და კვლევაში
2009 წლის 2-3 ოქტომბერს სსიპ გორის უნივერსიტეტში ჩატარდა მეორე საერთაშორისო კონფერენცია ‘’ახალი მიმართულებები განათლებასა და კვლევაში’’. სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (‘’მეგრული ტექსტების ელექტრონული კორპუსი’’) ფარგლებში კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაია ლომია და რუსუდან გერსამია.
ვრცლად>>>
2009-10-27
2009 წლის 29-30 სექტემბერს ქ. ბრემენში (გერმანია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია -Advances in Kartvelian Morphology and Syntax (‘’მიღწევები ქართველური ენების მორფოლოგიასა და სინტაქსში’’ ).
სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (მონოგრაფიის - ”მეგრულის ლინგვისტური ანალიზი” -მომზადება გამოსაცემად) ფარგლებში კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაია ლომია და რუსუდან გერსამია.
ვრცლად>>>
2009-10-21
ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის კონკურსის შედეგები
2009 წლის 15 სექტემბერს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების საგრანტოკონკურსი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოსსაერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისი პერიოდულიჟურნალების ელექტრონული, ინტერნეტში განსათავსებელი ვერსიისდამზადებას; ამ ჟურნალებისგამოცემის მატერიალურხელშეწყობას დამათ საერთაშორისოხელმისაწვდომობას.
ვრცლად>>>
2009-10-21
რუსთაველი ფონდის სამეცნიერო საბჭოს სხდომა
2009 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომაზე დამტკიცდა 2009 წლის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის შექმნის მიზნით გამართული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები.

ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში სალექციო კურსის ჩატარების მიზნით ჩატარებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების შედეგების განხილვა და დამტკიცება გადაიდო სამეცნიერო საბჭოს შემდეგი სხდომისათვის, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს.

ვრცლად>>>
2009-10-19
2009 წლის 20-21 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ”ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები”
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
კონფერენციის გახსნის ღონისძიება, პრეზენტაციები და დისკუსია (მრგვალი მაგიდა) გაიმართება 2009 წლის 20 ოქტომბერს, 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.
(მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. №52)
კონფერენციის მუშაობა გაგრძელდება არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში 2009 წლის 21 ოქტომბერს 10:00 საათზე.
(მისამართი: თბილისი, ინგოროყვას ქ. №8)
ვრცლად>>>
2009-10-13
საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქართული ხელნაწერი.
2009 წლის 19 ოქტომბერს, ორშაბათს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ილია აბულაძის დარბაზში, 11.00 საათზე ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა საზეიმოდ გახსნის სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებულ I საერთაშორისო სიმპოზიუმს - ქართული ხელნაწერი.
ვრცლად>>>
2009-10-12
”თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2009წწ.
2009 წლის 9-12 ოქტომბრს ჩატარდა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული კონფერენცია - ”თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები, 1918-2009წწ.
ვრცლად>>>
2009-10-12
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი" - მე–20 საუკუნის გამოცდილება
2009 წლის 7 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასის” საპრეზენტაციო დარბაზში 10.00 საათზე საზეიმოდ გაიხსნა სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ”ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი” (მე-20 საუკუნის გამოცდილება). კონფერენცია გახსნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა.
ვრცლად>>>
პირველი გვერდი > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] > [8] > [9] > [10] > [11] > [12] > [13] > [14] > [15] > [16]
ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა