Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< სექტემბერი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30        

  ახალი ამბები old >>
2010-05-25
სამუშაო ვიზიტი ჟენევაში - სამომხმარებლო ფასების ინდექსების ექსპერთა შეხვედრაზე

2010 წლის 10-12 მაისს ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსთაველის ფონდის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვენული ნინო აბესაძე. მან ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება - ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსების აგების თავისებურებანი საქართველოში”. სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტატისტიკური სამსახურების შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და წამყვანი უნივერსიტეტების სტატისტიკის პროფილის პროფესორები. კონფერენციაზე გამოიკვეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროსტატის ძირითდი რეკომენდაციები საქართველოს სტატისტიკის პრაქტიკაში დასანერგად: მონაცემთა სკანირებული ბაზების შექმნა, ფინანსური მომსახურების გათვალისწინება სამომხმარებლო ფასების ინდექსების აგების დროს, სეზონურ პროდუქციაზე ფასების განსაზღვრის, უძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი სფი-ში ჩართვის მეთოდოლოგიის სრულყოფა, მსოფლიოში აპრობირებული ინფორმაციული უზრუნველყოფის PIPS-ის სისტემის დანერგვა.

დაისახა 2012 წელს ჟენევაში დაგეგმილ სტატისტიკოსთა კონფერენციაზე მომავალი შეხვედრის ღონისძიებანი, დაიგეგმა საქართველოს წარმომადგენლის მოსმენა, საპრეზენტაციო ფორმით, შეთავაზებული რეკომენდაციების დანერგვის მდგომარეობის შესახებ.


<<<უკან

ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა