2010-06-04
2009 წლის თემატური სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
2010 წლის 10 მაისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადეა თემატურ სახელმწიფო საგრანტო კონკურსი ,,საქართველო - რუსეთის ურთიერთობა XIX - XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის”.
კონკურსის მიზანია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური ნაშრომის შექმნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეთათვის, რომელმაც უნდა გააფართოვოს და გაამდიდროს არსებულ სახელმძღვანელოებში აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილი მასალები, ამასთანავე, სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ელექტრონული ვერსია, რომელიც გამდიდრებული იქნება როგორც სხვადასხვა ვიზუალური, ასევე - აუდიო/ვიდეო მასალებით.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6-მა პროექტმა. შემოსული პროექტები შეაფასა საკონკურსო კომისიამ. კონკურსის შედეგად, დაფინანსებას მიიღებს ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტუტუტის პროექტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი - დოდო ჭუმბურიძე.
თემატურ კონკურსში მონაწილე პროექტების რანჟირებულისია
| № |
რეგისტრაციის № |
პროექტის ხელმძღვანელი |
პროექტის წარმომდგენი |
საბოლოო ქულა |
| 1 |
415/04 |
დოდო ჭუმბურიძე |
სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი |
477 |
| 2 |
418/07 |
ბონდო კუპატაძე |
ფიზიკური პირი |
452 |
| 3 |
407/07 |
ალექსანდრე დაუშვილი |
ფიზიკური პირი |
444 |
| 4 |
416/07 |
ბეჟან ხორავა |
ფიზიკური პირი |
424 |
| 5 |
408/06 |
ანდრო ჩაჩანიძე |
ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია |
289 |
| 6 |
414/07 |
მამუკა გოგიტიძე |
ფიზიკური პირი |
278 |