Home print ENG  
 
  ახალი ამბები
 
  კანონმდებლობა
  სახელმწიფო გრანტები
  სტიპენდიები
  სტიპენდიატთა ლექციები
  გრანტის მიმღებთათვის
  ექსპერტებისთვის
  პუბლიკაციები
  საერთაშორისო თანამშრომლობა
  დაგვიკავშირდით

მოვლენათა კალენდარი
<<< სექტემბერი 2010 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
    1 2 3 4 5  
6 7 8 9 10 11 12  
13 14 15 16 17 18 19  
20 21 22 23 24 25 26  
27 28 29 30        

  ახალი ამბები old >>
2010-06-24
2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა №165 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე

საქართველოს მთავრობის
დადგენილება

N  165 2010 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

მუხლი 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) (შემდგომში – რუსთაველის ფონდი) ლიკვიდაცია 2010 წლის 1 აგვისტომდე.

მუხლი 2. შეიქმნას რუსთაველის ფონდის სალიკვიდაციო კომისია.

მუხლი 3. კომისიამ:

   1. უზრუნველყოს რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
   2. განახორციელოს რუსთაველის ფონდის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
   3. უზრუნველყოს რუსთაველის ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უძღვება კომისიის სხდომას. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

მუხლი 5. რუსთაველის ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ ფონდის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

მუხლი 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.

მუხლი 7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რუსთაველის ფონდის ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის უსასყიდლო სარგებლობის ფორმით 2010 წლის 1 აგვისტოსათვის.

მუხლი 8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 მაისის #103 დადგენილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტა-რული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ".

მუხლი 9. დადგენილება, გარდა მე-5 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-5 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.



პრემიერ-მინისტრი                     ნიკა გილაური


<<<უკან

ექსპერტების რეგისტრაცია >>
ელფოსტა

პაროლი



პაროლის აღდგენა