| |
2010-07-01
„უძველესი მეტალურგია და სოციალური პროცესები სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში“
|
|
დასრულდა სამეცნიერო მუშაობა საგრანტო პროექტზე – „უძველესი მეტალურგია და სოციალური პროცესები სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი ისტორიის მეცნიერებათა დოქ. ირინე ღამბაშიძე. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-30
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო გრანტების 2010 წლის კონკურსის მეოთხე ეტაპის შედეგები
|
დასრულდა მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსის მეოთხე ეტაპი 2010 წლისათვის. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 8 გამარჯვებული მეცნიერი: |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-29
გრანტის მიმღებთა საყურადღებოდ!
|
|
ძვირფასო კოლეგებო!
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული №165 დადგენილებით გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაცია, რომელიც უნდა დასრულდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ ა/წ 10 ივლისამდე ფონდში წარმოადგინოთ მიმდინარე კვარტლის ტექნიკური ანგარიშები.
ფონდის ადმინისტრაცია |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-24
2010 წლის 18 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა №165 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ლიკვიდაციის შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის ლიკვიდაციის განხორციელებას 2010 წლის 1 აგვისტომდე
|
|
. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-11
`საქართველოს მუსლიმური თემი თანამედროვეობის კონტექსტში (ისტორიული, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, სოციო-ფსიქოლოგიური, კულტუროლოგიური და სტატისტიკური ანალიზი)”
|
დასრულდა მუშაობა ორწლიან (2008–2009 წწ) სამეცნიერო საგრანტო პროექტზე. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინა შიოშვილი; მენეჯერი – ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-10
2010 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კონკურსის შედეგები
|
|
2010 წლის 5 აპრილს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-08
2010 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები
|
|
2010 წლის 5 აპრილს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა საკონფერენციო გრანტების კონკურსი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-06-04
2009 წლის თემატური სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები
|
|
2010 წლის 10 მაისს რუსთაველის ფონდმა გამოაცხადეა თემატურ სახელმწიფო საგრანტო კონკურსი ,,საქართველო - რუსეთის ურთიერთობა XIX - XXI საუკუნეებში, ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის”. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-05-28
კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის(ASCN) საგრანტო კონკურსი
|
|
”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი"(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ. |
| ვრცლად>>> |
| |
2010-05-25
სამუშაო ვიზიტი ჟენევაში - სამომხმარებლო ფასების ინდექსების ექსპერთა შეხვედრაზე
|
|
2010 წლის 10-12 მაისს ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსთაველის ფონდის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გამარჯვენული ნინო აბესაძე. მან ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება - ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსების აგების თავისებურებანი საქართველოში”. |
| ვრცლად>>> |
| |
|
პირველი გვერდი > [2]
> [3]
> [4]
> [5]
> [6]
> [7]
> [8]
> [9]
> [10]
> [11]
> [12]
> [13]
> [14]
> [15]
> [16]
|