შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სეზონური სკოლების 2016 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია:
ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში  სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ss@rustaveli.org.ge 2016 წლის 15 მარტის 16:00 სთ-მდე.

ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 16:00 სთ-მდე.

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • 11/01/2016 კონკურსის გამოცხადება;
  • 22/01/2016 16:00 სთ ჯგუფური კონსულტაცია (1);
  • 4/03/2016 16:00 სთ  ჯგუფური კონსულტაცია (2);
  • 29/02/2016 ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 15/03/2016 16:00 სთ ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 17/03/2016 16:00 სთ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების ფონდის კანცელარიაშიდარეგისტრირების ბოლო ვადა;
  • 27/04/2016 კონკურსის შედეგების გამოცხადება;
  • 3/05/2016-7/05/2016 საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

პროგრამის კოორდინატორები:

ქეთი გაბიტაშვილი
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407)
ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge

ნინო ბიწაძე
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4405)
ელ-ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი:

მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული 

თბილისი 0193

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !