შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია: მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

პროექტის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 01/01/2017 – 31/12/2017 პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  mr@rustaveli.org.ge  2016 წლის 4 ივლისიდან 24 ოქტომბრის  17:00 სთ-ის ჩათვლით.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 28 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება. კონკურსის პირობებით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი პროექტები არ განიხილება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის დადგენილი წესისა და ფორმატის დარღვევის შემთხვევაში პროექტები მოიხსნება კონკურსიდან.

ელ.ფოსტით შეკითხვების დასმა შესაძლებელია 2016 წლის 19 სექტემბრამდე. პასუხები განთავსებული იქნება ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „ხშირად დასმულ კითხვებში“.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

09/02/2016 - კონკურსის გამოცხადება;

04/07/2016 - ელ. რეგისტრაციის (საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის) დაწყება;

დაინტერესებულ პირთათვის ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები:

  • 2016 წლის 24 თებერვალი 16:00 სთ.
  • 2016 წლის 11 ივლისი 16:00 სთ.
  • 2016 წლის 23 სექტემბერი 16:00 სთ.

19/09/2016 - ელ.ფოსტით შეკითხვების დასმის ბოლო ვადა;

24/10/2016 17:00 სთ. - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა;

28/10/2016 17:00 სთ. - კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა;

24/11/2016 - კონკურსის შედეგების გამოცხადება;

24/11/2016-05/12/2016 - ხელშეკრულებების გაფორმება.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

მინისტრის ბრძანება

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებში 

კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1)

საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2)

პროექტის ბიუჯეტისა და გეგმა-გრაფიკის ფორმები (დანართი №3; 3.1)

მაგისტრანტის CV-ის ფორმა (დანართი №4)

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის CV-ის ფორმა (დანართი №5)

კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №6)

პროექტის რეზიუმეს ფორმა (დანართი №7)

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №8)

კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი №9)

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი №10)

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის წერილის ფორმა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ (დანართი №11)

კლასიფიკატორი (დანართი №12)

პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია 

ხშირად დასმული კითხვები

სხვა დოკუმენტები:

  • „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;

                   https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034


კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

გრიგოლ აბულაძე  

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33)

ელ-ფოსტა: abuladze@rustaveli.org.ge 

ვაჟა ლომიძე

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 04)
ელ-ფოსტა: lomidze@rustaveli.org.ge

 

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !