შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია  ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, საგრანტო კონკურსის ღია წესით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე და პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში):

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) ჰუმანიტარული მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში);

ვ) სოციალური მეცნიერებები (მხოლოდ ინტერდისციპლინური პროექტების შემთხვევაში).

კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
  • ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს
  • დამხმარე პერსონალის სახით - პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირს/პირებს, რომელიც ეხმა­რება ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში;

კონკურსის შეფასება ხორციელდება 2 საფეხურად:

კონკურსში შემოსული პროექტები პირველ საფეხურზე შესაფასებლად იგზავნება საზღვარგარეთ, საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტებთან, შესაბამისად, ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! ექსპერტებთან იგზავნება პროექტის ინგლისური ვერსია. ინგლისურენოვანი თარგმანის ხარისხზე და სიზუსტეზე სრულად პასუხიმგებელია განმცხადებელი (პროექტის ხელმძღვანელი და წამყვანი ორგანიზაცია).

პროექტების საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება კონკურსის პირველ საფეხურზე საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებებისა და მეორე საფეხურზე კომისიისაგან მიღებული ქულების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეფასების პირველ ეტაპზე პროექტის მიერ 18 და უფრო დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში (მაქსიმალური 60 ქულის 30% და ნაკლები %) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს არ შეუძლია 2017 წელს გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება პროექტის ხელმძღვანელის სახით.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება: 21 აპრილი.
  • ჯგუფური კონსულტაციები:
  1. 22 აპრილი, 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
  2. 26 აპრილი 16:00 სთ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G კორპუსის 106-ე აუდიტორია;
  3. 5 მაისი 16:00 სთ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
  4. 10 მაისი 16:00 სთ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორია (I კორპუსი);  
  5. 11 მაისი 14:00 სთ - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი;
  6. 16 მაისი 16:00 სთ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია;
  7. 19 მაისი 16:00 სთ - ფონდის სააქტო დარბაზი რეგისტრაცია.

კონსულტაციებზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ. 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება !

  • კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა: 24 მაისი.
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება: მაისი (თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით და დეტალური ინსტრუქცია დაიდება ფონდის ვებგვერდზე).
  • კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მაისი, 00:00 სთ-ის ჩათვლით (თბილისის დროით).
  • განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 2 ივნისი, 16:00 სთ-ის ჩათვლით (თბილისის დროით).
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: ივნისი
  • შეფასების პირველი საფეხური - პროექტების შეფასება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ: ივნისი, ივლისი, აგვისტო.
  • შეფასების მეორე საფეხური - მეორე საფეხურზე გასული პროექტების პრეზენტაცია და შეფასება კომისიის მიერ: სექტემბერი.
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი.

 

ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება!!!

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

ბიუჯეტის მართებულად შესავსებად ისარგებლეთ:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პროექტის ხელმძღვანელმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პროექტი, რომელიც აიტვირთება ონლაინ ელექტრონულად ბაზაში ინგლისურ ენაზე და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: პროექტის თავფურცელი, საპროექტო წინადადება, პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება, პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის CV-ები, უცხოელი კონსულტანტის CV (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ფორმა, პროექტის რეზიუმე და პროექტის ხელმძღვანელის წინა, დასრულებული კვლევითი პროექტის რეზიუმე, უცხოელი კონსულტანტის თანხმობის ხელმოწერილი წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში აიტვირთება PDF ფაილის სახით).

იგივე ნაწილის ქართული ვერსია იტვირთება ელექტრნოულ ბაზაში გაერთიანებული ერთ PdF ფაილის სახით.

ბ) პროექტზე თანდართული დოკუმენტები იკრიბება და აიტვირთება ბაზაში ერთ PdF ფაილის სახით. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს შემდეგს: წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და წესდება, ამავე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება გრანტის თანხა, პროექტის ხელმძღვანელისა და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები) და მათი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთები (დიპლომის ასლი, ან დოქტორანტი/მაგისტრანტის შემთხვევაში ცნობა შესაბამისი ორგანიზაციიდან), პროექტის უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანადამფინანსებელი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თანადაფინანსების თანხმობის წერილი თანხის მითითებით და სხვ. იურიდიული დოკუმენტები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ქართულ ენაზე (დანართი №11) მინიჭებული სარეგისტრაციო შიფრის მითითებით, შევსებული და ამობეჭდილი, ხელმოწერილი პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორისა და ძირითადი პერსონალის მიერ. აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს წარმომდგენი (წამყვანი/თანამონაწილე) ორგანიზაცი(ებ)ის ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით და ორგანიზაცი(ებ)ის ბეჭდ(ებ)ით და ასევე პროექტის თავფურცელი ქართულ ენაზე (დანართი 2)

ინგლისურ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პროექტის თავფურცელი - დანართი №2
  2. საპროექტო წინადადება- დანართი №3
  3. პროექტის ხელმძღვანელის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები - დანართი 4
  4. პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი №5
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი- დანართი №6
  6. პროექტის რეზიუმე - დანართი№7
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე - დანართი№8
  8. წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაცი(ებ)ის შესახებ ინფორმაცია - დანართი 9
  9. კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - დანართი10

დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ განხილული იქნება ინგლისურ ენაზე შევსებული ზემოაღნიშნული დოკუმენტები - 2-10 დანართები. მნიშვნელოვანია, რომ 3 დანართის გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს, ხოლო  მთლიანობაში N 3-10 დანართების ინგლისური ვერსიების გვერდების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 35 გვერდს .  

წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი არ განიხილება!!!

ქართულ ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. პროექტის თავფურცლი (დანართი №2)
  2. საპროექტო წინადადება(დანართი №3)
  3. პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის და საერთაშორისო/უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ები ფორმა (დანართი№4)
  4. პროექტის ბიუჯეტი (დანართი№5)
  5. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი(დანართი №6)
  6. პროექტის რეზიუმე (დანართი№7)
  7. პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო -კვლევითი პროექტის რეზიუმე (დანართი№8)
  8. წამყვანი ორგანიზაციის რეზიუმე (დანართი №9)
  9. კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი, თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ (დანართი№10)
  10. პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი№11)

დამატებით ქართულ ენაზე ერთ Pdf ფაილად წარმოსადგენი

იურიდიული დოკუმენტები:

  1. ძირითადი პერსონალის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომების ასლები, ან ცნობები)
  2. ძირითადი პერსონალის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლები
  3. წამყვანი ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  4. თანამონაწილე ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტები (წესდება, რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები)
  5. თანადამფინანსებელი იურიდიული, ან ფიზიკური პირის თანხმობის წერილი და იურიდიული დოკუმენტები (რეგისტრაციის საბუთი, საბანკო რეკვიზიტები). თუ თანადამფინანსებელი უცხოელია, საჭირო იქნება დოკუმენტების თარჯიმანთა ბიუროს მიერ დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.

ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით!

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ხატია ანანიაშვილი   

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 41 33)

ელ-ფოსტა: ananiashvili@rustaveli.org.ge

დავით ჩიჩუა   

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 02)

ელ-ფოსტა: chichua@rustaveli.org.ge

ბიუჯეტში სტრიქონების დამატების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ლაშა კელიხაშვილს ელექტრონულ  ელ-ფოსტაზე: 
kelikhashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!