შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში შემოსული პროექტების შეფასების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის 2 მარტის N37 ბრძანება „2016 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.

 

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

 

2016 წლის მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 99 განაცხადი. კონკურსის პირობებთან შუსაბამობის გამო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოიხსნა 7 განაცხადი, ხოლო 3 განაცხადი მოიხსნა საკონკურსო კომისიის მიერ.

 

 

საკონკურსო კომისიამ  შემოსული განაცხადები  შეაფასა  საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვალის N30 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად და დასაფინანსებლად გამოავლინა  47 პროექტი.