შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. 

კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად: 

კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge.

საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს.

კონკურსის მეორე ეტაპზე,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:   leo@rustaveli.org.ge.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                  

  • 10/04/2017 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის  გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 18/04/2017 16:00 სთ - საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა;
  • 12/05/2017 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება;
  • 04/10/2017 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები  და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 10/10/2017 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 20/10/2017-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა;
  • 15/11/2017-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: 

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 
პროგრამის კოორდინატორები მაკა ქაჯაია; ნოდარ კილაძე 
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02; 599555644 (4333)
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge; kiladze@rustaveli.org.ge

მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული 

ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

გისურვებთ წარმატებებს!