შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების კონკურსის საბოლოო შედეგები

გამოვლინდნენ  ,,ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის’’  2018 წლის სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 107  განაცხადი. კონკურსში მონაწილე პროექტები შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 31 ოქტომბრის № 163 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა  კვლევების გრანტის კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის გამოთვლებისა და დაფინანსების წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 33 პროექტი.

იხილეთ:

ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 27 ნოემბრის N175 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ;

გამარჯვებული პროექტები

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).