შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2018 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2018 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 23 იანვრის  N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულები.

2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 38 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 18 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

 

გრანპრის მფლობელი გახდნენ:

დეა ილარიონოვა; შორენა გუჯაბიძე; მარინა გუჯაბიძე

პროექტი: Health care - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა

სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია „AIA-GESS”

პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.

I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

მილანა გაგულია; მარიამ ბახტაძე; ანა კალანდარიშვილი

პროექტი: უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის

სკოლა: ქ. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია

II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

ერეკლე თაბაგარი; ნინო მაკასარაშვილი; თამარ დეკანოიძე

პროექტი: კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისაკენ

სკოლა: ქ. საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის სახ. მეორე საჯარო სკოლა, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

ნატა სულაქველიძე; გვანცა მაჩიტიძე

პროექტი: უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა

სკოლა: ქ. ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლა, ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმი

(საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).

 

პროექტის ოფიციალური პარტნიორია „თიბისი ბანკი“.

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:

თიბისი ბანკმა I ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი დააჯილდოვა  1 წლიანი სტიპენდიით 200 ლარის ოდენობით, ასევე თიბისი ბანკის სტიპენდია დაენიშნა ბანკის რჩეულს - ივერი ჯაჯანიძეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის ფინალისტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.

საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  თავჯდომარის მოადგილემ მერაბ კუციამ  პროექტის „უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის“ ავტორებს მილანა გაგულიას, მარიამ ბახტაძესა და ანა კალანდარიშვილს გადასცა  1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

შპს მთაწმინდის პარკმა კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), ალექსანდრე რიაბუხა, ამირან ჟვანია, დავით არველაძე  მთაწმინდის პარკის 30 -ლარიანი ბარათებით  დააჯილდოვა.