შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის II ეტაპის შედეგები

ფონდი გაცნობებთ, რომ ცნობილია გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსის II ეტაპის შედეგები. კონკურსის ფარგლებში II ეტაპზე დარეგისტრირდა 29 განაცხადი, რომელთაგან, ტექნიკური ექსპერტიზის დროს, მოიხსნა 2 პროექტი.  კონკურსში მონაწილე 27 პროექტი შეფასდა საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N85 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  III ეტაპზე გადასული პროექტები გამოვლინდა ფონდის გენერალური დირექტორის 11 დეკემბრის N191 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული "გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის" მიხედვით. კონკურსის III ეტაპზე გადავიდა 24 პროექტი.

იხილეთ:

III ეტაპზე გადასული პროექტები

რანჟირებული სიები კატეგორიების მიხედვით

დამატებით მოგახსენებთ, რომ III ეტაპზე გადასულ მონაწილეთა პრეზენტაციები კომისიის წინაშე ჩატარდება 12 დეკემბერს. იხილეთ პრეზენტაციების გრაფიკი.