შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდის აცხადებს ,,მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო“ კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

 

მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი

 

კონკურსის აბრივიატურა SPG

 

კონკურსის მიზანი

მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური; ჯგუფური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია  ითვალისწინებდეს:

 

ა) ,,საბავშვო უნივერსიტეტის“ დაარსებას, სადაც  გამოჩენილი,  წარმატებული მეცნიერები,  მოსწავლეებს წაუკითხავენ საჯარო, სამეცნიერო/პოპულარულ ლექციებს;

ბ) სამეცნიერო/შემეცნებითი სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებას, ან არსებულ სატელევიზიო და რადიო პროგრამებში მეცნიერების პოპულარიზაციისათვის გამიზნული სიუჟეტების სერიის ჩართვას;

გ) მიზნობრივი სამეცნიერო ფესტივალის  ორგანიზებას;

დ) სამეცნიერო - შემეცნებითი ფილმის შექმნას;

ე) სამეცნიერო პიკნიკის/სამეცნიერო ბანაკის  ორგანიზებას;

ვ) სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის (ონლაინ) გამოცემას;

ზ) მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ონლაინ ინსტრუმენტის შექმნას (ინტერაქტიული, შე­მეც­ნებითი  პორტალი და სხვ.)

თ) მეცნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას (პერფორ­მანსი,  წარმოდგენა, პრეზენტაციების სერია, ფოტო გამოფენა და სხვ.)

 

     კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

    ა) წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციას  ძირითად პერსონალთან ერთად;

   ბ) ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

პროექტს უნდა ჰყავდეს პროექტის  ხელმძღვანელი და კოორდინატორი. პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი ვერ იქნება ერთი და იგივე პირი.

 

 საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მინიმუმ 3 თვე და მაქსიმიუმ ერთი წელი. პროექტი  უნდა დასრულდეს 2020 წელს.

 

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.

 

ძირითადი პერსონალის/ფიზიკურ პირთა ჯგუფის წევრთა საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი ბიუჯეტის 50%-ს.

დასაფინანსებლად შეირჩევა ის პროექტები, რომლებიც გვთავაზობენ მეცნიერების პოპულარიზაციის კრეატიულ გზებს, ინოვაციურ მიდგომებს, წარმოადგენენ განსხვავებულ ხედვას  და უზრუნველყოფენ საკითხის  ფართო საზოგადოებამდე მიტანას, აგრეთვე იზიარებენ საერთაშორისო სივრცეში მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით არსებულ საუკეთესო გამოცდილებას.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

18 ოქტომბერი  -კონკურსის გამოცხადება

 

28 ოქტომბრიდან   11 ნოემბრის  18:00 აათამდე-ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში  

 

25 ოქტომბერი  16:00 საათი . -ჯგუფური კონსულტაცია,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის ქ.№2, მე-3 სართული)

 

4  ნოემბერი  16:00 საათი . -ჯგუფური კონსულტაცია; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის ქ.№2, მე-3 სართული)

13 ნოემბრის  18:00 საათამდე  - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ 

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა.  

 

კონკურსზე რეგისტრირებული საკონკურსო განაცხადების კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტი

 

  • საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება 201/ნ
  • გენერალური დირექტორის ბრძანება
  • კონკურსის პირობები (დანართი1)
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2)
  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)
  • პროფესიული ბიოგრაფიები (დანართი 4)
  • პროექტის რეზიუმე ქართულ ინგლისურ ენებზე (დანართი 5)
  • პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი 6)
  • პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ჯგუფური პროექტებისთვის) (დანართი 7)
  • პროექტის ბიუჯეტი /ბიუჯეტის დასაბუთება (ინსტიტუციური პროექტებისთვის) (დანართი 8)
  • კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9 GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 10)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ(დანართი 11)
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (დანართი 12)
  • კონკურსის საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია (დანართი 13)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან

 

 

კონკურსის კოორდინატორები:

 

ქეთევან გორგაძე

ეკატერინე მიქაუტაძე

2 200 220 (4409)

kgorgadze@rustaveli.org.ge; kajaia@rustaveli.org.ge