შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

21 მაისს   შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომიტეტის  ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,   ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ  აქტივობებზე,  აღნიშნა, რომ  მეცნიერების და ინოვაციების  ფესტივალი მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს, კრეატიული,არაორდინალური და გამორჩეული უნდა იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა  ზაზა მარუაშვილმა ყურადღება გაამახვილა  ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებზე, აღნიშნა, რომ ის  საზეიმო და საქმიანი,  შედეგზე ორიენტურებული  უნდა იყოს;  ფესტივალის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, ამ სფეროთი  ახალგაზრდობის მეტად დაინტერესებაა.   

მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების წრმომადგენლებმა  წარმოადგინეს  დაგეგმილი აქტივობები,  თავიანთი  გეგმები, ხედვები ფესტივალთან დაკავშირებით.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში რეგისტრირებული   ყველა ინსტიტუცია  29 მაისამდე    უნდა დარეგისტრირდეს    ვებგვერდზე.  იხილეთ ბმული და მიყევით ინსტრუქციას: sif.ge