შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

II -საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი“

18 ივნისს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა II -საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი“ სამეცნიერო კვირეული რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებას მოიცავს და მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია გახსნა ფილოლოგიის დოქტორმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ეკა დუღაშვილმა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც ისაუბრა რუსთაველის ფონდის მიერ პრიორიტეტული გამოცხადებული ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნაზე, ასევე მე-20 საუკუნეში დაწყებული ბიზანტიოლოგიისა და ბიზანტისტიკის კვლევების განვითარების და ამ სფეროში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობის აუცილებლობაზე , ასევე გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტის გახსნასთან დაკავშირებით და მასშტაბური ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
საზოგადოების წინაში წარსდგა ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, რომელმაც განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა, რათა სწორად განისაზღვროს თანამედროვე ევროპულ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ადგილი. საქართველოს, როგორც ზოგადი ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს და უძველეს ნაწილს, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების განვითარებაში. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როინ მეტრეველი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა მეცნიერ- თანამშრომლები.

II-საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა.