შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის“ კონკურსის გამარჯვებული პროექტების ანგარიში

13 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის  „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში  გამარჯვებული პროექტების შუალედური ანგარიშის  მოსმენა  გაიმართა. შეხვედრა შედგა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით.

შეხვედრას ესწრებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, რომელმაც ამ პროექტის  აქტუალობასა და მნიშვნელობაზე  ისაუბრა; სამომავლოდ,  ფონდის ინიციატივით დაიგეგმა  მასშტაბური ღონისძიება, რომელზეც  ამ პროექტების პრეზენტაცია და  მიღწეული შედეგების შეჯამება მოხდება.