შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფოლკსვაგენის ფონდისა და რუსთაველის ფონდის თანადაფინანსებით ილიას უნივერსიტეტსა და გუოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია შედგა

23 ივლისს, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართა.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროქტის „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ ფარგლებში.

ღონისძიება გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ. საზოგადოებას მიესალმა პროფესორი ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი და ესთერ ვონ რიხტჰოვენი, გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ნინო დობოჯგინიძემ, გია ნოდიამ, ზაალ ანდრონიკაშვილმა, დავით თარხნიშვილმა, დიმიტრი ჯაფარიძემ  და დოქტორანტმა ანა ლოლუამ.

ამჟამად სკოლა ახორციელებს ორ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას გეორ-აუგუსტის გიოტინგენისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.