შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორი საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო

18 აპრილს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  საერთაშორისო კონფერენცია დავით გარეჯი: მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია“ ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოში ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობისა  და  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის  ორგანიზებით გაიმართა.    

კონფერენციის ფორმატში დავით გარეჯის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობის პროცესმა  ფართო სამეცნიერო წრეები  გააერთიანა, სადაც ქართველ, აზერბაიჯანელ და იტალიელ მეცნიერებთან ერთად, ასევე მონაწილეობა მიიღეს იერუსალიმის ჰიბრუს, ნიუ-იორკის , ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების პროფესორებმა, გარემოს დაცვისა და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ხოლო საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ :

  • პიტ ჯასპაერტი - ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი ,
  • აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) - საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ ანთიძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი;
  • ზვიად გაბისონია - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;
  • მაკა დვალიშვილი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი/ევროპა ნოსტრას წარმომადგენელი საქართველოში

კონფერენციის მიზანია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის , დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მრავალდარგობრივი კვლევების ხელშეწყობა,  ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარი პრობლემების საერთაშორისო დონეზე წამოწევა და გადაჭრის გზების ძიება.