შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის შეხვედრა ოპტიკაში მსოფლიო ლიდერ - გერმანულ კარლ ცაის (CARL ZEISS AG) ჯგუფის უმაღლესი მენეჯმენტთან

9 აგვისტოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ესტუმრა ოპტიკაში მსოფლიო ლიდერი გერმანული სახელმწიფო კომპანია და სამეცნიერო ფონდი - კარლ ცაის გრუპის (CARL ZEISS AG) პრეზიდენტი და გერმანიის სახელმწიფო კონსული მეცნიერებასა და ჰუმანიზმში, დოქტორი მიხაელ კაშკე საპატიო დელეგაციის თანხლებით. საპატიო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ალექსანდე ფონ კორფი - ცაის გრუპის ექსკლუზიური პარტნიორი AMK-ს დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ნიკოლას ფონ კორფი-ცაისის ჯგუფის გენერალური დირექტორი, ულრიხ ჰოფმანი - ცაისის ბორდის აღმასრულებელი დირექტორი.

კარლ ცაისი (CARL ZEISS  AG) უძველესი კომპანიაა, რომელიც 1846 წლიდან არსებობს როგორც  ინოვაციური  ტექნოლოგიების მწარმოებელი, როგორც სამედიცინო  ისე  ბიოტექნლოგიების და ასტროლოგიის  მიმართულებით. ცაისის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ოპტიკა (ZEISS), რომელიც გამოიყენება ურთულეს ასტროლოგიურ ხელსაწყოებში. პირველი ხომალდი მთვარეზე გაფრინდა ცაისის მონაწილეობით და  ცაისი არის პლანეტარიუმის გამომგონებელი. ეს გახლავთ უდიდესი ფონდი და სააქციო საზოგადოება გერმანიის სახლმწიფოს დაქვემდებარებაში. ის ახორციელებს მისი შემოსავლებით თითქმის 50% მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევებში, რაც განსაკუთრებული მიდგომაა მეცნიერების მხარდასაჭერად.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. ზვიად გაბისონიამ სტუმრებს გააცნო რუსთაველის  ფონდის საქმიანობა,   მიზნები, პრიორიტეტები. ასევე დეტალურად განიხილა მეცნიერების რეფორმის ძირითადი პრინციპები და მთავარი გამოწვევა - როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო კვლევების დაყვანა კომერციულ და ტექნოლოგიურ ტრანსფერებამდე, რომლის უნიკალური გამოცდილება სწორედ ცაის ჯგუფს გააჩნია. 

გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა რუსთაველის ფონდს დაეხმაროს როგორც კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით, ასევ განიხილეს ფონდსა და ცაის გრუპთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.