შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის თანადაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

 

3  ივნისს,   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში    საერთაშორისო  კონფერენციის   "ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები" ფარგლებში  გაიმართა სამუშაო  სემინარი, რომლის  მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენებები ამ აქტუალურ თემატიკაზე.

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო   ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციები ხშირად ჩატარდება, ფუნდამენტური მიმართულების კვლევები ქვეყნისთვის  პრიორიტეტულია; აღნიშნა, რომ კონფერენციას 21  ქვეყნის 70-ზე მეტი წამყვანი ფიზიკოსი ესწრება, მათ შორის,   მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკის  და დრეზდენის კომპლექსურ სისტემათა ფიზიკის ინსტიტუტებიდან ოთხი მიმართულების დირექტორი;  საქართველოში ფიზიკის მიმართულება,  სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია როგორც ქვეყნის, ესე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთ-ერთი  წამყვანი პოზიცია უკავია.  1987 წლიდან ასეთი მაღალი  დონის საერთაშორისო კონფერენცია ამ  მიმართულებით საქართველოში არ ჩატარებულა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან პროფ. რაინჰოლდ ეგერი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი)  პროფ. გიორგი ჯაყელი (შტუტგარტის უნივერსიტეტი) და ილიას უნივერსიტეტის პროფესორები ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე

ღონისძიება თანადაფინანსებულია  შოთა რუსთაველის საქართველოს

ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფოლკსვაგენის ფონდის და   მიერ.

კონფერენციას მასპინძლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

 

კონფერენციის ძირითადი თემაა თანამედროვე ნანოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებულ მასალებში აღმოცენებული უჩვეულო თვისებების შესწავლისას მიღებული უახლესი ექსპერიმენტული შედეგების და თეორიული მიდგომების განხილვა.

კონფერენციის უცხოელ მონაწილეთა შორის არიან  მაქს პლანკის საზოგადოების შტუტგარტის მყარი ტანის ფიზიკის  და დრეზდენის კომპლექსურ სისტემათა ფიზიკის ინსტიტუტებიდან ოთხი მიმართულების დირექტორი, ჩრდილოეთის ქვეყნების თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (NORDITA) დირექტორი,  აბდუს სალამის სახელობის ტრიესტის საერთაშორისო ცენტრის კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის  სექტორის ხელმძღვანელები, ბრაზილიის  ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი და მრავალი გამოჩენილი თუ წარმატებული ახალგაზრდა  მკვლევარი  ევროპის და ამერიკის სამეცნიერო ცენტრებიდან.

 

კონფერენციას ესწრებიან  სტუდენტები, პირველ რიგში საქართველოდან და ასევე

იაპონიიდან, გერმანიიდან, ირანიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და უკრაინიდან.