შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია და სემინარი

2018 წლის 18 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, სადაც წარმოდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული გრანტის- „დარგის მასტიმულირებელი აგრარული პოლიტიკა საქართველოში“ საბოლოო ანგარიში და კვლევის შედეგები.

მომხსენებელი იყო გრანტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორი, ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი.

სემინარზე წარმოდგენილი იყო გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად- მცირე და საშუალო ფერმერების განწყობა ფერმერული გაერთიანებების, კოოპერატივების, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამებისა და განვითარების პრობლემების შესახებ. ბოლოს მოცემული იყო ავტორის რეკომენდაციები, რაც მკვლევარის აზრით გამოიწვევს აგრარული სექტორის სწრაფ განვითარებას, ფერმერთა ჩართულობის ამაღლებას და მკვეთრად გაზრდის რეგიონში მცხოვრებთა შემოსავლებს, შეამცირებს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვს და გამოათავისუფლებს საბიუჯეტო სახსრებს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად სტიმულირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კვლევის შუალედური შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და ესპანეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ცენტრებში.

კვლევის შედეგები ასევე გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.