შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“

2018 წლის 25-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა 25 ოქტომბერს, 09.30 სთ-ზე. გახსნას ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს პირველი მრჩეველი, ბატონი ერიკ ტოზატი, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნირო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ელეონორ გარნიე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე.

იმავე დღეს, 19 სთ-ზე გაიმართა ოფიციალური ამავე საღამოს გაიმართა ჟურნალ EISH-ის (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც დაბეჭდილია 2017 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამენიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“ მასალები. უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციის მონაწილეების საპატივცემულოდ გამართეს 20 წუთიანი კონცერტი.

კონფერენციაზე მოსმენილ იქნა 6 პლენარული მოხსენება (ალექსი ნუსელოვიჩი, მარი-ვრინა ნიკოლოვი, მეთინ ეკიჩი, იაშარ ეიუპ ოუზვერენი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ბელა წიფურია). სამი დღის განმავლობაში გაიმართა სამ-სამი პარალელური სესია, მოსმენილ იქნა  49 მოხსენება.

კონფერენციას მიეძღვნა ზღვის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ფოტოების გამოფენა. ფოტოების ერთ-ერთი ავტორი გახლდათ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი ელენი ჟინუ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა ერასმუსის აკადემიური მობილობის ფარგლებში.

26 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს აგრეთვე 2019 წელს „ჰორიზონტი 2020“ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონსორციუმის შექმნისა და სავარაუდო თემატიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ქართველი მეცნიერების მორიგი შეკრება გაიმართება 31 ოქტომბერს.

კონფერენცია დაიხურა 27 ოქტომბერს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო უცხოელ მეცნიერებს - სამახსოვრო  საჩუქრები: საქართველოსა და ქართული კულტურის ამსახველი ალბომები.