შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„მეგრულ–ლაზური ინტონაცია“

2018 წლის 11 დეკემბერს,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „მეგრულ–ლაზური ინტონაცია“ (217728) შუალედური წარდგინება.

პროექტის წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ეთერ შენგელია (მეგრულ-ლაზური მასალის ექსპერიმენტული ანალიზის შედეგები) და პროექტის კოორდინატორი - დოქტორანტი ნათია ფონიავა (ლაზეთსა და სამეგრელოში ჩატარებული ექსპედიციების მიმოხილვა).

ღონისძიებას ესწრებოდა პროექტის კონსულტანტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია, ასევე თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები.