შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“

12 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა  ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა, ხოლო 12-14 სექტემბერს კონფერენცია , რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში.

ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი.