შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“

2018 წლის 7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ქეთევან გიგაშვილი) გამოცემული წიგნების - „ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ VIII ტომისა და „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელოს - პრეზენტაცია. 

სამეცნიერო პროექტი „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ 2010 წლიდან ხორციელდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. 2016 წელს პროექტმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. პროექტის ბაზაზე შეიქმნა სადოქტორო პროგრამა „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“, რომელმაც 2016 წელს გაიმარჯვა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების კონკურსში.

პირველი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ხორციელდება ქართველი მწერლების პირადი წერილების მეცნიერული შესწავლა და აკადემიური გამოცემა. მე-8 ტომი, ისევე როგორც წინა 7 ტომი, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე  დაბეჭდილია პოეტის 727 ეპისტოლე. ამათგან პირველად გამოქვეყნდა 325, ხოლო დათარიღდა 156 დაუთარიღებელი ბარათი.

„ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელო ასახავს ტექსტოლოგიის განვითარების თანამედროვე მდგომარეობას, სხვადასხვა ქვეყნის ტექსტოლოგიურ სკოლებს შორის არსებულ ტერმინოლოგიურ სხვაობებს, კვლევის როგორც ტრადიციულ, ისე უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, ფუნდამენტური ტექსტოლოგიური კვლევების გამოყენების ასპექტებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს. სახელმძღვანელოს ახლავს გლოსარიუმი, დავალებების პაკეტი და დამატებითი ლიტერატურის სია. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველია საქართელოში დოქტორანტურის საფეხურისთვის.

პრეზენტაციაზე დამსწრე მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემებს და აღნიშნებს მათი წვლილი დარგის განვითარების საქმეში.