შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სადემონსტრაციო დღე

20 აგვისტოს 15:00 სთ-ზე გაიმართა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციული მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ (ხელმძღვანელი ნუგზარ ღომიძე) დასკვნითი ნაწილისადმი მიძღვნილი სადემონსტაციო დღე.

პროექტის განმხორციელებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები ძირითადი შედეგები. პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წლის 5 მაისს და ოფიციალურად სრულდება 2018 წლის 5 სექტემბერს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 149 200 ლარს, რომელთაგან 25 000 ლარის სამეცნიერო აპარატურა იქნა შეძენილი. ძირითადი შედეგები გამოქვეყებული იქნა 5 მაღალრეიტინგულ ჟურნალში, აგრეთვე მოხსენებული იქნა საერთაშორისო ფორუმებში (პოლონეთი-2018, ესპანეთი-2017, უკრაინა-2016, თურქეთი-2016, 2015, იტალია-2015, ისრაელი-2014). პროექტის ფარგლებში შესრულდა ორი სადოქტორო დისერტაციის ცალკეული ამოცანები (მირანდა ხაჯიშვილი - 2015, კახა მახარაძე - 2018), ორი სამაგისტრო შრომა (რევაზ თურმანიძე - 2017, ანა სლიუსარევა - 2018), მომზადდა სტუდენტები ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (მალხაზ დიმიტრაძე, ჯაბა შაინიძე).

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა 4 ჯგუფი, კონსტრუქტორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზაზა დავითაძე), ექსპერიმენტატორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზურაბ შაშიკაძე), თეორეტიკოსთა ჯგუფი (ხელმძღვანელი იზოლდა ჯაბნიძე), მოდელირების ჯგუფი (ხელმძღვანელი მირანდა ხაჯიშვილი). დაგეგმილი იყო 12 ამოცანა, რომლებიც წარმატებით შესრულდა. მომხსენებლებმა ჟუჟუნა დიასამიძემ და ლალი კალანდაძემ დამსწრე საზოგადოება გააცნეს პროექტის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა პრობლემური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და რაც მთავარია ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისას.

პროექტის ფარგლებში შესრულებული ამოცანების ძირითადი შედეგებია: 

  • ეფექტური და ექსპრესული, მაღალიტერაციული არასტანდარტული დანადგარის ლაზერული სპექტროპლუორიმეტრი მოდერნიზება. ნაჩვენები იქნა, ფოტონების თვლის მეთოდზე დაფუძნებული სპექტროფლუორიმეტრის უპირატესობა სტრობოსკოპულ მეთოდზე დაფუძნებულ სპექტროფლუორიმეტრთან შედარებით.
  • უნიკალური ექსპერიმენტული სამუშაოების შესრულება: ფლუოროფოლიდან გამოსხივებული ფლუორესცენციული სიგნალის ინტენსივობის სპექტრის გადაღება; ფლუორესცენციის მილევის დროის, კვანტური გამოსავალისა და სპექტრული მახასიათებლების შეფასება ჰექსანისათვის, დისტილატისათვის, სასმელი წყლისთვის, ზღვის წყლისთვის და სხვა თხევადი ნივთიერებებისათვის  აგზნები წყაროს სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიხედვით.  
  • შესწავლილი იქნა ლაზერით გენერირებული იმპულსის დროით–სიხშირული ევოლუცია გარემოს სტატისტიკური პარამეტრების ცვლილებების მიხედვით. გარემოს ზოგად შემთხვევაში წარმოადგენს ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანი. ავტოკორელატორის მართვა განხორცილდა პროგრამულად (spectra Wiz, Lab view). მიღწეული იქნა სიგნალი/ხმაურის თანაფარდობის მნიშვნელობა 10000:1.
  • შესრულდა ფუნდამენტური კვლევები ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანიდან გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის პირველი და მეორე რიგის სტატისტიკური მომენტებისათვის, ფაზის კორელაციური ფუნქციის გაუსური და ლორენცისეული სტატისტიკის შემთხვევაში.
  • შესრულდა რიცხვითი მოდელირება და შესწავლილი იქნა მართკუთხა, ექსპონენციალური, ბიექსპონენციალური და სინუსოიდალური იმპულსური სიგნალების სივრცე-სიხშირული ევოლუცია შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით, როცა ამ უკანასკნელს წარმოადგენს იზოტროპული, დაჯახებადი პლაზმური ფენა.    
  • ნაწილობრივ კოჰერენტული ტალრების თეორიის, ტალღური თეორია და შემთხვევითი ფაზური ეკრანის მოდელზე შეიქმნა ადეკვატური თეორიული მოდელი და შედეგები გაანალიზდა ექსპერიმენტულ მონაცემებთან მიმართებაში ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანისათვის.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის სტატისტიკური მახასიათებლების შესწავლა, მის გავლით მიღებული ლაზერული გამოსხივების საფუძველზე არც ახლა დაწყებულა და ბუნებრივია არც გრანტის განმხორციელებელ  ჯგუფს აქვს პრეტენზია ბოლომდე სრულყოფილი, ადეკვატური თეორიული მოდელის შექმნისა. მაგრამ ფუნდამენტური კვლევები და ექსპერიმენტის შედეგები უდავოდ არის ღირებული ინფორმაცია რეალური გარემოს სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა პროექტის ინოვაციურ მიდგომას, რაც გამოიხატება ფაზური ეკრანის მოდელის გამოყენებაში ფლუორესცენციული მახასიათებლების შეფასებასთან მიმართებაში.

აღინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წვლილი დაფინანსებული პროექტების და შემდგომ ამ პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობის კუთხით. მნიშვნელოვანია კვლევების გაგრძელება, რათა ხორცი შეესხას პროექტის განმხორციელებელი ჯგუფის იდეებს ესოდენ აქტუალური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისთვის, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი სტატისტიკის გარემოს ეფექტურ და ექსპრესიულ დიაგნოსტიკას, არამედ ულტრა თხელფენიანი, მყარსხეულოვანი, ნანოსტრუქტურების შესწავლას პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დამუშავებით, მათ შორის კვლევის ინოვაციური რადიოფიზიკური და მაგნიტო ოპტიკური მეთოდების საფუძველზე.          

სადემონსტრაციო დღის დასკვნით ნაწილში დამსწრეებმა დაათვალიერეს შეძენილი სამეცნიერო აპარატურა და ლაბორატორია, სადაც პროექტის განხორციელება მიმდინარეობდა (ბსუ, აუდიტორია 208).