შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით

2018 წლის 19 სექტემბერს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“ გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები ინდირა ნატრიაშვილი და მიხეილ ბერიშვილი და ამავე სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: ნიკოლოზ ციმაკურიძე, ნიკოლოზ ციმაკურიძე, ლევან გოგრიჭიანი, თინათინ თუთბერიძე, თამაზ სანიკიძე, მარიამ ჯაფარიძე, მარიამ ჩხეიძე, მარიამ წურწუმია, გიორგი კედია, ქეთევან ბეგიაშვილი, ქეთევან ხაჭაპურიძე. პროექტის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები , დაბა ბედიანის სკოლის ფიზიკის პედაგოგი დავით ნატრიაშვილი. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე, ამავე კომისიის მდივანი ლია ჭელიძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზაზა როსტომაშვილი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. მიხეილ ნიორაძე, ამავე ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმღვანელი, პროფ. გელა დევიძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ირაკლი მჭედლიშვილი და თამარ პატარაია.

აღვნიშნავთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვეს ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ შანიძემ და დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა პროექტით „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სასდგურის საშუალებით“, რის შედეგადაც სკოლამ მოიპოვა გრანტი და პროექტის დასასრულს სკოლას ექნება რადიაციული ფონის გამზომი სადგური, რომელიც რეალურ დროში შეძლებს გაზომვების ჩატარებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და გარემოს რადიაციული მონიტორინგის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზებში განთავსებას. გამზომი სადგურის მობილურობა საშუალებას მოგვცემს გარემოს რადიაციული ფონის გაზომვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავატაროთ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ამგვარი სადგურის განლაგებას საქართველოს სკოლებში და რადიაციული მონიტორინგის სასკოლო ქსელის შექმნას.