შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ეკრანის ტიპის ამოცანები ანიზოტროპული მაქსველის განტოლებებისათვის

2016 წლის 15 მარტს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით # 31/39 დაფინანსებული პროექტით “ეკრანის ტიპის ამოცანები  ანიზოტროპული მაქსველის განტოლებებისათვის: ასიმპტოტიკური ანალიზი და რიცხვითი მიახლოებები” გათვალისწინებული მცირე ვორკშოპი. ვორკშოპზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების მოკლე მიმოხილვა.

 

პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის კვლევის ამოცანები, მოკლედ მიმოიხილა პროექტის ფარგლებში საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომები, ისაუბრა გამოსაქვეყნებლად გადაცემულ სტატიებზე, მიმდინარე კვლევაზე და მომავალ გეგმებზე. პროფესორმა როლანდ დუდუჩავამ წარმოადგინა პროექტის ფარგლებში მიღებული უახლესი შედეგები.