შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ლაშა ასანიძის გამოფენა - „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“

25 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფოტოგამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ დოქტორანტის, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერის ლაშა ასანიძის მიერ სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული სურათები. ავტორის განცხადებით გამოფენის მიზანი იყო, სპელეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაცია და ვიზუალიზაცია. 

საგამოფენო დარბაზში წარმოდგერნილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნის მღვიმური სისტემების: მურადი, პრომეთე, კარლსბადი, სონორა, ლეჩუგია, კასტელანა და სხვ. ფოტოსურათები. მათ შორის აღსანიშნავია თსუ სპელეოლოგების მიერ შესწავლილი მურადის მღვიმეში (ნაქერალას უღელტეხილი) არსებული უიშვიათესი ნაღვენთი (სფერული) ფორმების - სტალაქტიტების ფოტოები.

ავტორმა ფოტოკოლექცია სხვადასახვა წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში შექმნა.

ფოტოგამოფენა თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 30 იანვრამდე გაგრძელდება.