შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

10 ივლისს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო ფორუმი - ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,   შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფორუმი გახსნა  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის დირექტორმა,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზაალ (ზაზა) აბაშიძემ, რომელმაც  მადლობა გადაუხადა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისათვის.

ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია,  მან ისაუბრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართველოლოგიური კვლევევების, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის მდიდარ გამოცდილებაზე, რომელიც საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ცენტრში,     ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა  უცხოელი  და  ქართველი მკვლევარებისათვის გაზიარების საუკეთესო  საშუალებაა.

სამეცნიერო ფორუმს ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია, ცენტრის წამყვანი მეცნიერები, ქართველი და უცხოელი მსმენელები.  სკოლის მსმენელებს კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის ფარგლებში ასევე ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი მკვლევარები. აღსანიშნავია, რომ ისინი წინა წლის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.

   კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროს მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.

  სამეცნიერო ფორუმში „ქართული ხელნაწერი“ 10-მდე ქვეყნის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას  და  20 ივლისამდე გასტანს.