„ცისფერყანწელთა“ ვებგვერდისა და მიმოწერის ორტომეულის - პრეზენტაცია
2019 წლის 1 მარტს, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ცისფერყანწელთა“ ვებგვერდისა (www.niamorebi.ge, www.bluehorns.ge) და მიმოწერის ორტომეულის - პრეზენტაცია.
პროექტი ითვალისწინებს ფართო საზოგადოებისათვის „ცისფერყანწელთა“ მოღვაწეობის ამსახველი მიმოწერის, დღიურების, თარგმანების, ფოტოების, ნახატებისა და ნივთების ახალი ვებსაიტის საშუალებით გაცნობას.