შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა

23 მარტს 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, ჩატარდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის  - „ვაზისა და ხეხილის კომპლექსური დაცვა  უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი  საშუალებებით“ დასრულებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია.

მოხსენებები გააკეთეს გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფ. ავთანდილ დოლიძემ, შემსრულებლებმა აკადემიურმა დოქტორებმა ომარ ლომთაძემ და დავით კაკაშვილმა, ასევე დამხმარე პერსონალმა მცენარეთა დამცველმა ლუდმილა ცხვედაძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქიმიური ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორატორიის, ასევე აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული სხვა ლაბორატორიების თანამშრომლები.