შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა MG

 

კონკურსის მიზანი

ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის ხელშეწყობა.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი :               

ინდივიდუალური (მობილობა)

ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები)

 

კონკურსის ძირითადი პირობები

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა ორ ლოტში:

  • პირველი ლოტი - მოკლევადიანი ინდივიდუალური ვიზიტი საზღვარგარეთ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის (მობილობა);
  • მეორე ლოტი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზება.

 

მობილობისათვის

ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი: 2 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019 წლის 1 მაისი – 2020 წლის 28 თებერვალი

 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის

ერთი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • სეზონური სკოლის ორგანიზებისთვის 45 000 ლარს;
  • კომბინირებული ღონისძიების (კონფერენცია და სეზონური სკოლა ერთად) ორგანიზებისთვის 60 000 ლარს.

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2019 წლის 1 მაისი – 2020 წლის 30 სექტემბერი

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

კონკურსის განრიგი და ვადები:

2019 წლის 5 თებერვალი - კონკურსის გამოცხადება;

7 თებერვალი(14:30-16:00) და 21 თებერვალი(16:00-17:30) - ჯგუფური კონსულტაციები; 

24 თებერვალი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

11 თებერვალი - 1 მარტი, 16:00 სთ-მდე - ელექტრონული რეგისტრაციის ვადები GMUS-ში;

5 მარტი, 16:00 საათი - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;                                               

მარტი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა (ტექნიკური ექსპერტიზა);

აპრილი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

აპრილი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება. 

(შედეგების გამოქვეყნების თარიღის ცვლილება)

 

რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

მობილობის გრანტისთვის

  • პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება დანართი 3 (GEO/ENG)
  • მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 5) - (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ნიმუში) - დანართი 6

 

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებიგრანტისთვის

  • პროექტის თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 7
  • საპროექტო წინადადება - დანართი 8 (GEO/ENG)
  • პროფესიული ბიოგრაფია (ნიმუში) - დანართი 4
  • პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Personal Commitment (დანართი 9)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი და შედეგები (ნიმუში) - დანართი 10 (GEO/ENG ; Deliverables)
  • პროექტის ბიუჯეტი - დანართი 11 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 12 (GEO/ENG)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (ნიმუში) - დანართი 13

 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით mg@rustaveli.org,ge 24/02/2019 - ის ჩათვლით. კითხვებზე პასუხის განახლებული დოკუმენტი აიტვირთება და განახლდება ყოველ პარასკევს, კონკურსის ბოლო ვადამდე.

 

კოორდინატორები:

თორნიკე სხირტლაძე

ანა ფოლოდაშვილი

ხათუნა არაბული

 

საკონტაქტო ინფორმაცია: mg@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!