შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები

გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და სოციალურ-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შმსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით: გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და სოციალურ-კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)

  • პროექტის ხელმძღვანელი - ირმა ყარაულაშვილი

პროექტის ფარგლებში განსაზღვრული კვლევა ნარატიულ წყაროთა ირგვლივ არსებულ სამეცნიერო პრობლემატიკის ორ ძირითად ასპექტს მოიცავს:

ა) წყაროთმცოდნეობის თეორიული საფუძვლების ანალიზი, განსაზღვრული თანამედროვე ჰუმანიტარიაში პრიორიტეტული კვლევის მეთოდების ჭრილში.  ქართული ნარატიული წყაროების მიმართება შესაბამის ქრისტიანულ და ისლამურ ლიტერატურასთან; წარტულ წერილობით წყაროთა ჟანრობრივი თავისებურებანი.

ბ) ქართული ნარატიული წყაროები, როგორც ეთნიკური თვით-იდენტიფიკაციის ამრეკვლელი სარკე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრე-ქრისტიანული მოვლენების ქრისტიანული ინტერპრეტაციისა და მის მიღმა არეკლილ ქართლში არსებული მრავალსაუკუნოვანი სპარსული ზეგავლენის ასახვაზე. ქრისტიანობის პერიოდთან დაკავშირებით კი გაანალიზებულია ნინო დობორჯგინიძის მიერ განსაზღვრული  ბიზანტიურ, ანუ პრო-ქალკედონურ სამყაროსთან კულტურული იდენტიფიკაციის სამი საფეხური: 1) თვით-იდენტიფიკაცია ბიზანტიასთან; 2) თანასწორობა ბიზანტიასთან და 3) თვითდამკვიდრება და ბიზანტიასთან პაექრობა

 აბგარის ლეგენდასთან დაკავშირებული ერთ-ერთი სტატია ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული ბიზანტიური მხატვრული მენოლოგიონის (ხელნაწერი შეიცავს მინიატიურებს, რომლებსაც არ ახლავს თანმდევი ტექსტი და რომლებიც  კალენდრის  მიხედვით დადგენილ საეკლესიო დღესასწაულებს ასურეთებს) აბგარის ლეგენდასთან დაკავშირებულ მინიატიურას და მის ახლებურ ინტერპრეტაციას შეიცავს.