ექსპერტების მონაცემთა ბაზა
Expert Database
ENG
GEO
  • Background
  • Procedure
  • Rules of evaluation
  • How to register
  • Declaration of acceptance

Expert Database

Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF) is the Legal Entity of Public Law operating under the aegis of the Ministry of Education and Science of Georgia. The foundation aims to support high quality and innovative research, to facilitate integration of established Georgian scientists and young researchers in the international scientific area.

Main goals of the Foundation are:

  • To improve the quality of research in Georgia;
  • To support internationalization of research in Georgia;
  • To support young scientists of Georgia.

SRNSF implements state scientific grant competitions (requests for proposals) and targeted programmes, national as well as international calls for proposals. Funding is provided based on competition. Evaluation is delivered by independent experts.

Procedure

Before starting an evaluation process, registered experts will be informed about the general call content and review conditions. Usually one expert receives up to 3-5 proposals.

The results of the peer review evaluation form the basis for the funding decision within the respective SRNSF call.

If you are interest please join the Expert database and register here: https://rustaveli.org.ge/experts

Role and Responsibilities in the Evaluation of Proposals

Evaluators are required to commit themselves by a Declaration of Acceptance of Rules for Evaluators towards the Shota Rustaveli National Science Foundation, stating that they will confirm with the principles outlined therein and will follow the rules and procedures set SRNSF. This includes keeping all information gained during the evaluation process confidential and not retaining (or copying) any materials that pertain to proposals or the evaluation. Evaluators shall not contact any person connected to a proposal that they have received for evaluation.

Evaluators must acknowledge such links or vested interest as soon as possible. If they have a conflict of interest in any of the proposals, evaluators are obliged to immediately inform SRNSF and to abstain from the evaluation of the proposals concerned.

Register as an evaluator at SRNSF’s Expert database

If you are interested in becoming an evaluator at SRNSF’s Expert database, please fill in the registration form on this website. Please, fill in your email address and password in this form. Registration is only once. Your email address and password will remain on the expert database. If you forget your password, please press “password recovery”. Afterwards, you will receive new password in your email.

Declaration of Acceptance

1. If called upon, I will carry out the evaluation of the proposals according to the terms and conditions prepared by Shota Rustaveli National Science Foundation (SRNSF).
2. I confirm that I am able to evaluate proposals in the scientific field that I have specified in my application, to be able to work in the English language, and to write assessments in English. I confirm also that I have more than five years of active research experience.
3. I will not disclose information about anybody/anything, who/which becomes known to me during the evaluation of proposals upon my selection by Shota Rustaveli National Science Foundation as an evaluator. Any copies of proposals or related non-public documents required for the evaluation will be kept secure in order to protect them from access by third parties and will either be returned to SRNSF or destroyed after the completion of the evaluation.
4. I will neither seek nor take instructions from any government, authority, person, institution or body outside Shota Rustaveli National Science Foundation concerning the proposals I evaluate. At no time will I make or attempt to make contact with any person connected to a proposal that I have received for evaluation. I will abstain from the evaluation of any project in whose outcome I have a personal interest, in which I am involved or to which I am linked.
5. I authorize Shota Rustaveli National Science Foundation to maintain this information in its Evaluators database and to use it for the SRNSF internal procedures.

  • მიმართვა
  • პროცედურა
  • შეფასების წესები
  • როგორ დავრეგისტრირდეთ
  • დეკლარაცია

ექსპერტების მონაცემთა ბაზა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების განვითარებას და საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

ფონდის ძირითადი მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაცია;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა;

ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ პროექტებში. ფონდი ადმინისტრირებას უწევს ეროვნულ, საერთაშორისო ბილატერალურ პროგრამებს და ევროკავშირის ჩარჩო პროგრამების ფარგლებში 3 მულტილატერალურ პროექტს. საგრანტო პროგრამებში დაფინანსება გაიცემა საკონკურსო წესით. შეფასება ხორციელდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

პროცედურა

შეფასების დაიწყებამდე, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ ექსპერტებს ეგზავნებათ ინფორმაცია კონკურსის ზოგადი შინაარსისა და შეფასების პროცედურების შესახებ. როგორც წესი, თითოეულ ექსპერტს ეგზავნება 3-5 განაცხადი.

ექსპერტი ვალდებულია, საპროექტო წინადადებების შეფასება განახორციელოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა ხდება ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: http://rustaveli.org.ge/experts

პასუხისმგებლობა საპროექტო წინადადების შეფასებისას

შეფასების დაწყებამდე, ექსპერტები წერილობით ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ფონდის მიერ შემუშავებულ პირობებსა და შეფასების პროცედურებზე. პირობებს შორის არის შეფასების პროცესის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა.

ექსპერტი არ უნდა დაუკავშირდეს შესაფასებლად მიღებულ საპროექტო წინადადებასთან კავშირში მყოფ პირ(ებ)ს.

ექსპერტმა ფონდს დაუყონებლივ უნდა აცნობოს, თუკი საპროექტო წინადადების ავტორთან / პროექტში ჩართულ მეცნიერებთან აქვს ინტერესთა კონფლიქტი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტად რეგისტრაცია

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ გახდეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. ამისთვის ფორმაში ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და პაროლი რეგისტრაციის პროცესი ერთჯერადია. რეგისტრაციის შემდგომ ბაზაში დაფიქსირდება თქვენი ელექტრონული ფოსტა და სისტემაში შესასვლელი პაროლი. თუ დაგავიწყდებათ პაროლი, დააჭირეთ "პაროლის აღდგენას". ამის შემდგომ თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე მოვა ახალი პაროლი.

შეფასებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვა

1. ექსპერტი საპროექტო წინადადებების შეფასებას ახორციელებს დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ექსპერტი ადასტურებს, რომ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია - ჯეროვნად შეაფასებს საპროექტო წინადადებას იმ სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც მონიშნა თავის სააპლიკაციო ფორმაში. ასევე ადასტურებს, რომ ფლობს ნგლისურ ენას და სამეცნიერო სფეროში აქტიური მოღვაწეობის ხუთ წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
3. ექსპერტი ადასტურებს, რომ არ გაამჟღავნებს მიღებულ ინფორმაციას საპროექტო წინადადების ნებისმიერი ასლი თუ რაიმე არასაჯარო დოკუმენტი დაცული იქნება საიდუმლოდ. შეფასების შემდეგ, ეს ასლები დაუბრუნდება ფონდს ან განადგურდება.
4. ექსპერტი ადასტურებს, რომ არ მიიღებს ინსტრუქციას რომელიმე სამთავრობო უწყებიდან, დამოუკიდებელი პირისაგან ან დაწესებულებისაგან იმ საპროექტო წინადადებებთან მიმართებაში, რომელთაც აფასებს. დაუყოვნებლივ აცნობებს ფონდს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
5. ექსპერტი უფლებას აძლევს ფონდს, ჰქონდეს თავის მიერ მიწოდებული მონაცემები ბაზაში.