შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

EaP PLUS-ის რიგით მეხუთე ვებინარი კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების შესახებ: უკრაინაში ინდუსტრიის წარმატებით განვითარების მიმოხილვა

ვებინარის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ინდუსტრიისა და ინოვაციების მიმართულებით მიღწეული წარმატების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც უკრაინის ინდუსტრიული ავტომატიზაციის ასოციაციამ განახორციელა. ორგანიზაციამ შეიმუშავა და შექმნა Center 4.0, რომელიც არის ციფრული ინოვაციების ჰაბის ანალოგი, თუმცა სრულად მორგებულია უკრაინის განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემას.

ვებინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის მიმართულებით მომუშავე ტექნოლოგიურ მენეჯერებს, მკვლევრებს და უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და კერძო სექტორის თანამშრომლებს; აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინოვაციის მიმართულების სხვადასხვა წარმომადგენლებს.

ვებინარი გაიმართება 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს დროით დილის 08:00 საათზე.

ვებინარის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.