შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

                                                                                          

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროგრამა არის გრძელვადიანი ინსტიტუციური ინსტრუმენტი, რომელიც ინსტიტუციური თანამშრომლობის გზით მხარს უჭერს პარტნიორ ქვეყნებს საჭირო უნარებისა და გამოცდილების შეძენაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მიზანია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების გაძლიერება  საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციური სისტემების განვითარების ხელშეწყობით.

პროექტი ნახსენებია TAIEX-ში და ტვინინგის შესრულების 2020 წლის  ანგარიშში.

https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/system/files/2021-08/aar-2020_en.pdf

პროექტის განხორციელების პერიოდი: 1აპრილი 2020-31  მარტი  2023

ბიუჯეტი: 1 300 000 ევრო

 

მიზნები

პროექტის საერთო ამოცანაა საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინტერდისციპლინარული მიდგომის, კოლაბორაციული კვლევისა და მტკიცებულებებზე-დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

პროექტის სპეციფიური ამოცანაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის შესაძლებლობების გაძლიერება მოქმედი პროგრამების და აქტივობების გადახედვისა და დახვეწის გზით, ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად და რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.

პროექტი ხელს შეუწყობს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის განვითარებას, მხარს დაუჭერს სექტორთა მულტიდისციპლინარული კვლევის შესაძლებლობებს და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის დახვეწას.

 

პროექტის კომპონენტები

 

კომპონენტი 1. მეცნიერებისა და ბიზნესის კავშირები გაძლიერებულია დახმარებაზე და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ღონისძიებებისა და დაფინანსების სქემების განხორციელების გზით

 

ქვეშედეგი 1.1. კვლევის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის წახალისება და ინტერსექტორალური თანამშრომლობის გაძლიერება.

ძირითადი შედეგი: შემუშავებულია კვლევით ინსტიტუტებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებების  მოდელები

 

ქვეშედეგი 1.2. სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენა და განსაზღვრა

ძირითადი შედეგი: გამოვლენილია სამეცნიერო პრიორიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობისთვის

 

ქვეშედეგი 1.3. მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროების თანამშრომლობის მიზნით განხორციელებული აქტივობების კონსოლიდაცია, ხელშეწყობა და გაძლიერება. ძირითადი შედეგი: შემოთავაზებულია პარტნიორების მოძებნის ინსტრუმენტები, რომელიც საჭიროა მეცნიერებისა და ბიზნეს თანამშრომლობისთვის.

 

ძირითადი შედეგი: შეთავაზებულია მეცნიერებისა და ბიზნეს თანამშრომლობისთვის შესაფერისი ინსტრუმენტები

 

კომპონენტის ხელმძღვანელი: ქრისტიან ჰარტმანი, იოანეუმ კვლევა, ავსტრია კომპონენტის ხელმძღვანელის პარტნიორი: ქეთევან გაბიტაშვილი, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, საქართველო 

 

კომპონენტი 2. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკანონმდებლო ჩარჩო და საგრანტო კონკურსის ადმინისტრირების პროცედურები გადახედილი და გაუმჯობესებულია.

 

ქვეშედეგი 2.1. საგრანტო კონკურსების არსებული დოკუმენტაცისაა და სამართლებრივი რეგულაციების შეცვლა

ძირითადი შედეგი: განახლებულია გამოყენებითი კვლევის საგრანტო კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

ქვეშედეგი 2.2. ახალი სამიზნე პროგრამების განხორციელება

ძირითადი შედეგი: შემუშავებულია გამოყნებითი კვლევის ახალი საგრანტო კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

კომპონენტის ხელმძღვანელი: იორნ გრუნვალდი, პროექტების მართვის სააგენტო (DLR), ავსტრია

კომპონენტის ხელმძღვანელის პარტნიორი: მარიამ ბეციაშვილი, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, საქართველო 

 

კომპონენტი 3. გაზრდილია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ინსტიტუციური შესაძლებლობა, განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე

 

ქვეშედეგი 3.1. დახმარების სქემები/მოსამზადებელი აქტივობების განხორციელება/ხელშეწყობა და შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

ძირითადი შედეგი: შემუშავებულია ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისთვის

კომპონენტის ხელმძღვანელი: რეინჰარდ ბელოცკი, ავსტრიის სამეცნიერო ფონდი

კომპონენტის ხელმძღვანელის პარტნიორი: რუსუდან ჯობავა, რუსთაველის სამეცნიერო ფონდი  

 

კომპონენტი 4. ამაღლებულია კომუნიკაციის მეცნიერებისა და მეცნიერება-ბიზნესის თანამშრომლობის შესახებ ცნობადობა

 

ქვეშედეგი 4.1. ცნობადობის ამაღლებისა და მეცნიერების კომუნიკაციის ღონისძიებების განხორციელება მიზნობრივი პროგრამებისა და დამხმარე აქტივობების გზით

ძირითადი შედეგები: შესწორებულია მიზნობრივი საგრანტო კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის და  კონკურსი „ რუსთაველის ფოდნსი პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“. შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები სამეცნიერო კომუნიკაციისთვის და ჩატარდა მედია კამპანია.

 

კომპონენტის ხელმძღვანელი: გილბერტ აჰამერი, გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრია

კომპონენტის ხელმძღვანელის პარტნიორი:მაკა ქაჯაია, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, საქართველო