პროექტი - ზღვის აბრაზიული ნაპირების ახალი ნაპირსამაგრი კონსტრუქცია
პროექტის სიახლე - ახალი ნაპირსამაგრი „გამა-ბლოკები“, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალსატევების (წყალსაცავები, ტბები და ზღვები) აბრაზიული (გარეცხვადი) ნაპირების ტალღების მოქმედებისგან დასაცავად.
პროექტში წარმოდგენილი „გამა-ბლოკების“ ნაყარი მნიშველოვნად შეამცირებს წყლის ტალღურ დატვირთვას წყალსატევების აბრაზიულ ნაპირებზე. ნაყარი გამოირჩევა არსებულისგან უკეთესი მდგრადობით. მოძიებული ინფორმაციით, ასეთი ბლოკები ჯერ არ არის ცნობილი მსოფლიოს ნაპირსამაგრების გამოცდილებაში.
„გამა-ბლოკის“ პროექტი წარმოადგენს ერთმანეთთან 90º-იანი კუთხით დაკავშირებულ სამ ორთოგონალურ ოთხკუთხა პრიზმას [1], რომელთა ბოლოები მთავრდება „მუხლის“ სახით 90º-იანი კუთხით მოხრილი ოთხკუთხა პრიზმებით [2], ნახ. 1.
ნახ. 1. „გამა-ბლოკის“საერთო ხედი
ჩვენ ჩამოვასხით „გამა-ბლოკის“ მოდელები, მოვამზადეთ მაკეტი და გამოვცადეთ სტუს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ჰიდრავლიკური ლაბორატორიის მცირე ღარში (ფოტო 1, 3).
ფოტო 1. „გამა-ბლოკის“ მოდელის ჩამოსხმის პროცესი
|
ფოტო 2. ფერდზე ნაყარი „გამა-ბლოკის“ მაკეტი
|
ფოტო 2. “გამა-ბლოკის” ნაყარის მოდელის გამოცდა
|
შემოთავაზებული წყალსატევების ნაპირსამაგრი ახალი „გამა-ბლოკი“ სიახლეა ნაპირდაცვის არსებულ მეთოდებში, რადგან იგი არსებულ კონსტრუქციებთან შედარებით გამოირჩევა თავისი მარტივი კონსტრუქციით, დამზადების სიიაფით, აბრაზიულ ფერდზე მდგრადობითა და მეტი ტალღაჩამქრობი ეფექტურობით.
პროექტის ხელმძღვანელ ნოდარ კანდელაკთან და შესაბამისი დარგის მეცნიერ ირინა იორდანიშვილთან ერთად ინგლისურ ენაზე მომზადდა და მიღებულია სტატია გამოსაქვეყნებლად პოლონეთში, ჩენსტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შრომათა კრებულში.
პროექტის ხელმძღვანელი - ნოდარი კანდელაკი
შესაბამისი დარგის მეცნიერი/ზედამხედველი - ირინა იორდანიშვილი
დაავადების ეფექტების შემსუბუქებები ნეირობიოლოგიისა და ელექტროინჟინერიის გამოყენებით EpiSense
ეპილეფსია არის დაავადება, რომელიც მისი მიმდინარეობის სპეციფიურობიდან გამომდინარე ერთ-ერთ ყველაზე რთულად მართვადი დაავადებების კატეგორიას მიეკუთვნება. ჩვენი გამოგონება EpiSense მიზნად ისახავს ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
EpiSense არის აპარატი, რომელიც უკეთია პაციენტს და დაკავშირებულია მის ტელეფონთან. ის ადამიანის სწრაფ, უეცარ მოძრაობებზე რეაგირებს, რომელთა ნაწილი შეიძლება იყოს ეპილეფსიის შეტევის სიმპტომი ან ნებისმიერი სხვა მოძრაობით გამოწვეული “ ცრუ განგაში”, რის გამოც აპარატის მგრძნობელობა რეგულირებადია. რეაგირების შემთხვევაში აპარატის მფლობელს მოსდის ტელეფონზე შეტყობინება მოძრაობის მიზეზის დასაზუსტებლად. ცრუ განგაშის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია ±10წამში მარეგულირებელი ღილაკის მეშვეობით გათიშოს შეტყობინება; საპირისპირო შემთხვევაში კი კრუნჩხვის სიძლიერის მიხედვით მოწყობილობა დაუკავშირდება მითითებულ საკონტაქტო პირს დახმარებისათვის. მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის დაავადების მონიტორინგი, აპარატი ჩაიწერს ყველა შეტევის ხანგრძლივობასა და ინტენსიურობას, რაც დაეხმარება ექიმებს დაავადების მართვაში.
EpiSense დაავადების მონიტორინგის გარდა, მომავალ მიზნად ისახავს პრევენციის ზომების მიღებას. ჩვენ დაგვაინტერესა, ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზის - ტვინში ნეირონთა შორის კონტაქტის დაქვეითების - შემსუბუქება იქნებოდა თუ არა შესაძლებელი ტვინის ნებისმიერი გზით სტიმულირებით. აღმოჩნდა, არსებობს ელექტროშოკური თერაპია, რომელიც პაციენტის ხერხემალზე ზემოქმედებით ახდენს ნეირონების სტიმულირებას თავის ტვინში. ამ თერაპიის სიძვირე განაპირობებს ფართო მასებისთვის მის ხელმიუწვდომლობას. ამიტომაც მივედით დასკვნამდე, რომ სასურველია სტიმულირების ახალი გზის მოძიება. რამოდენიმე საიტზე ჩავატარეთ ონლაინ ფოკუს ჯგუფი. ბევრი დაავადებული სტიმულს მცირე ლოგიკური ამოცანებით ან თამაშებით ახდენს, როგორიცაა ტეტრისი, კლოცკი ან სუდოკუ. ამიტომ გადავწვიტეთ, სამომავლო პერსპექტივაში, იმისათვის რომ ჩვენი აპლიკაცია მეტად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებას, პროგრამაში ჩავსვათ გონების თამაშები და სტატისტიკურადაც შევეცადოთ იმის დადგენას, თუ ამსუბუქებს ამ გზით ტვინის ნეირონების სტიმულირება შეტევებსა და მათ რაოდენობას.
პროექტის ხელმძღვანელი - მზევინარ დარბაისელი
შესაბამისი დარგის მეცნიერი/ზედამხედველი - დავით სონღულაშვილი