შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

 

                                                                                    

 

EURAXESS წარმოადგენს პანევროპულ ინივიატივას, რომელიც მკვლევრებს აწვდის ინფორმაციას და შესაბამის სერვისებს.  ევროკავშირის, წევრი და ასოცირებული ქვეყნების მხარდაჭერით EURAXESS  ხელს უწყობს მკვლევრების მობილობასა და კარიერულ განვითარებას და ამ გზით აძლიერებს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის თანამშრომლობას.

2019 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო EURAXESS საქართველოს სტარტაპის ქსელის პროექტი, რომლის მიზანია EURAXESS საქართველოს ეროვნული ქსელისა და პორტალის განვითარება და მკვლევართა მობილობის, კარიერული განვითარებისა და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში:

  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შეიქმნა EURAXESS საქართველოს ეროვნული წარმომადგენლობა. ეროვნული წარმომადგენლობის შექმნის დღიდან მოყოლებული, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჩაატარა არაერთი შეხვედრა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების სამეცნიერო პერსონალთან და მიაწოდა მათ ინფორმაცია EURAXESS-სა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
  • შექმნა EURAXESS საქართველოს სერვის ცენტრი. ცენტრი სრულად ფუნქციონირებს და დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას და აღმოუჩენს დახმარებას.
  • EURAXESS საქართველოს ეროვნული პორტალისთვის შეიქმნა კონტენტი და ამოქმედდა პორტალი. პორტალი არის ორენოვანი (ინგლისური და ქართული) და სრულად ფუნქციონირებს. https://www.euraxess.ge/ka
  • EURAXESS საქართველო წარმოდგენილია სოციალურ ქსელებში: Facebook, Twitter, ასევე YouTube.
  • შეიქმნა EURAXESS საქართველოს ადგილობრივი ქსელი, რომელიც შედგება ადგილობრივი წარომადგენლობის, სერვის ცენტრისა და 6 საკონტაქტო პირისგან საქართველოს 6 წამყვან უნივერსიტეტში. https://www.euraxess.ge/georgia/georgian-network
  • შეიქმნა და პორტალზე გამოქვეყნდა გზამკვლევები არამობილური და საქართველოდან გამავალი მკვლევრებისთვის. https://www.euraxess.ge/ka/georgia/information-assistance/career-development-opportunities
  • EURAXESS სერვის ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგები/საინფორმაციო დღეები მკვრევრების, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების პერსონალისთვის, ასევე საკონტაქტო პირებისთვის.

EURAXESS საქართველოს სტარტაპის ქსელის პროექტი დღესაც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მკვრევრებთან და კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის გააქტიურება, ასევე მათთვის ინფორმაციისა და დახმარების აღმოჩენის, გზამკვლევებისა და ტრენინგის მიწოდება და EURAXESS-სა და მისი სერვისების კიდევ უფრო განვითარება.

 

EURAXESS - ის ვებგვერდის გზამკვლევი სუბტიტრებით  ქართულ ენაზე 

EURAXESS - ის ვებგვერდის გზამკვლევი სუბტიტრებით აფხაზურ ენაზე