მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მნიშვნელობა:
2015 წელს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულით მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნა მეცნიერებისა და სტუდენტების საერთაშორისო დღეები, ხოლო 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას ყოველწლიურად გაიმართოს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი. 2019 წელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების მსგავსად, სადაც ანალოგიური ღონისძიებები ტარდება.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მიზნები:
- მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
- სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება მეცნიერებითა და ინოვაციებით;
- ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის, ახალი ტექნოლოგიების წარმოჩენა;
- ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
- მეცნიერთა მოტივაციის ზრდა;
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის მონაწილეები:
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიას, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს, გამომცემლობებს, ბიბლიოთეკებს, აგრეთვე ფესტივალის საპატიო სტუმრებს – მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებები:
კონფერენცია, საჯარო ლექცია, სემინარი, ტრენინგი, ვორკშოპი, პრეზენტაცია, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტი, გამოფენა, პერფორმანსი, წარმოდგენა, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარი, ღია კარის დღე, სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო შოუ, კონკურსი, ვიქტორინა, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებების ჩატარების ადგილი:
საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამის სივრცეებში, ბიბლიოთეკებში, სასტუმროებში, სახელოვნებო, საგამოფენო, სპორტულ კომპლექსებში და სხვ.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის პრიორიტეტები:
შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ თემატურ პრიორიტეტებს:
- საინფორმაციო ტექნოლოგიები, უმაღლესი განათლება და მეცნიერება;
- ქალები მეცნიერებაში
- კულტურული მემკვიდრეობა
- ქართველი მეცნიერების წვლილი მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ფესტივალის პრიორიტეტად რჩება:
- სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის ამსახველი ღონისძიება;
- ინტერდისციპლინურობა და კლასტერულობა;
- აქტუალური სამეცნიერო შინაარსის მქონე, ვიზუალურად ეფექტური, საფესტივალო და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელი ღონისძიება;
- სამეცნიერო ღონისძიება შოუს ელემენტებით;
- სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და/ან სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.
ფესტივალი ლოგო
ლოგოზე გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ვებგვერდი
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი facebook გვერდი