შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ELSEVIER  - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. 
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გამომცემლობა ELSEVIER BV-ს შორის 2014 წელს გაფორმდა ELSEVIER-ის გამოწერის შეთანხმება. შეთანხმება განახლდა 2017 წელს. ამ პერიოდში ELSEVIER- ით სარგებლობა შეეძლო 21 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს, სადაც გაერთიანებული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტები, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, 3 კვლევითი ცენტრი, 1 სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

2019 წლიდან განახლდა  ხელშეკრულება და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთონ Elsevier-ის სისტემაში და უფასოდ ჰქონდეთ წვდომა ბაზებზე- Scopus Science Direct, funding institutional (Scival funding), რაც აძლევთ  შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის;

ELSEVIER ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 57 ორგანიზაციას:

 

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  2. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  3. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
  5. შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  6. სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  7. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. სსიპ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
  9. ა(ა)იპ - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია
  10. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  11. შპს ევროპის უნივერსიტეტი
  12. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  13. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  14. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  15. შპს - ალტე უნივერსიტეტი
  16. სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  17. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  18. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  19. შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  20. შპს კავკასიის უნივერსიტეტი
  21. სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  22. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  23. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  24. ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  25. სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  26. შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  27. სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  28. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
  29. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  30. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  31. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  32. შპს საქართველოს უნივერსიტეტი
  33. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  34. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  35. სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  36. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  37. სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემია
  38. სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
  39. სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  40. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
  41. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  42. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  43. შპს ქუთაისის უნივერსიტეტი
  44. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  45. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  46. შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
  47. შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
  48. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  49. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  50. სსიპ-ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი
  51. ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
  52. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
  53. ა(ა)იპ ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  54. შპს სასწავლო უნივერსიტეტი ,,გეომედი’’
  55. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის  ინსტიტუტი
  56. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  57. სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია

 

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს - სტუდენტებს, აკადემიურ-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ პერსონალს ფონდის სრული დაფინანსებით წვდომა აქვთ ელსევიერის საგამომცემლო სახლის ბაზებზე (Scopus, Science Direct). აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც.

დამატებით ფონდს ELSEVIER-ისგან გამოწერილი აქვს SciVal-ის ბაზა,   რომელიც უზრუნველყოფს წვდომას 234 ქვეყნის 23,500 კვლევითი ინსტიტუტისა და მათთან ასოცირებული მკვლევრების მახასიათებლებზე. SciVal მნიშვნელოვან ანალიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოს სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების კუთხით, მოიცავს მონაცემებს საქართველოს უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების/ორგანიზაციებისა და, მათთან აფილირებული მკვლევრების სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდიკატორების შესახებ.

ბაზებზე წვდომის ღირებულება შეადგენს 432 483 ევროს და სრულიად ფინანსდება სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.